დეკანოზი თამაზ ლომიძე

15 Apr. 2020, 16:59

გუშინ პრემიერს ბრიფინგზე წამოსცდა ან განზრახ თქვა, რომ საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოაო. თუ ეს ასეა, აუცილებლად საჭიროა საქართველოს მართლმადიდებელი ბავშვებისთვის, სკოლებში დაინერგოს საკუთარი რელიგიის სწავლება, დაბალი კლასებიდან. ვიცი, რომ ბევრი გაბრაზდა ახლა (ეგღა გვაკლიაო), მაგრამ, ნუ აღშფოთდებით, სულ სხვა რამეს ვგულისხმობ. ჩვენ გვჭირდება რამდენიმე ასეული, ფანატიზმისგან და წილხვდომილური ამპარტავნებისგან სრულიად თავისუფალი, ინტელექტუალური, საღი გონების, ტოლერანტული შეგნების, ქრისტეანული თეოლოგიის აკადემიურად მცოდნე მასწავლებელი, რომელთაც სკოლებში დაევალებათ მართლმადიდებელი რელიგიის სწავლება.

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მომავალმა ქრისტეანმა მოქალაქეებმა, ბავშვობიდანვე სწორად, აკადემიურად და წიგნიერად იცოდნენ თუ რა არის ქრისტეანობა და წიგნზე (სახარებაზე) დაფუძნებული მათი კაცთმოყვარე სარწმუნოება, რათა შემდგომში ყურიც არ ათხოვონ ათასი ჯურის მქადაგებელს, ფანტაზიორს და გაუნათლებელს, რომელიც დღეს ქრისტეანობის ცოდნას იბრალებს და ამახინჯებს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…