შსს: ბოლო 24 საათში საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის 60 შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 60 შემთხვევა გამოვლინდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 23 მოქალაქე დაჯარიმდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. ამასთან, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 4 პირი კარანტინში გადაიყვანეს. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და მანქანის გადაადგილების წესების დარღვევისთვის.
30 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. მან აღნიშნა რომ, "ფაქტობრივად კარანტინს" აცხადებენ, რომელიც 31 მარტის 8 საათიდან ამოქმედდა და ასევე "ფაქტობრივ კომენდანტის საათს" ითვალისწინებს.
რაც შეეხება შეზღუდვებს:
- 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება. თუმცა, მათ ვინც სადღეღამისო დაწესებულებებში მუშობს, მისცემენ სპეციალურ საშვს, რომლის მისაღებადაც უნდა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე — 144;
- სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე — ქალაქებს შორის. დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი და 2 იჯდება უკანა სავარძელზე. სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებული გადაყვანა დასაშვები იქნება. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები;
-
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია;
- იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მუნიციპალიტეტები, ეკონომიკის ან ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს;
- ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ასევე, 7 ქალაქში პირთა გადაადგილების კონტროლისა და თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ზუგდიდი და გორი.
სხვა შეზღუდვები და სიახლეები:
- კარანტინის წესების განმეორებით დამრღვევი პირები ცალკე დაწესებულებაში იქნებიან
- პენიტენციურის 780 თანამშრომელი საპატიმროებში იცხოვრებს და ტერიტორიას არ დატოვებს
- "ოჯახის ექიმები უახლოეს დღეებში ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები გახდებიან"
- "მომუშავე ადამიანები უნდა გადაადგილდნენ დამსაქმებლის ან პირადი ტრანსპორტით"
პრემიერმა განაცხადა, რომ ზემოთაღნიშნულ შეზღუდვები ისევე, როგორც სხვა პრევენციული ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ "უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს." მისივე თქმით, სურვილი აქვთ არსებულ სიტუაციას აღდგომის დღესასწაულებამდე გაუმკლავდნენ, თუმცა გარანტიები არ არსებობს. მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება და 3 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფიცირებულს შორისაა სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაედო.
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC—მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში მერლონსი — სანტექნიკა, ავეჯი, განათება და ფილები საქართველოში
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
კომენტარები