კორონავირუსის გავრცელებამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება უამრავ ასპექტში შეცვალა, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია გარემოზე და ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახლა სანაპიროები ცარიელია, შექმნილია დროებითი საავადმყოფოები, უმოძრაოდ დგანან თვითმფრინავები, ქუჩებში სიმშვიდემ და სიჩუმემ დაისადგურა, ცარიელი ავტობუსები დანიშნულების გარეშე დგანან ავტოსადგომებზე...
გთავაზობთ 32 ფოტოს, რომელიც ზუსტად ასახავს კორონავირუსისგან შეცვლილ მსოფლიოს.
1. დელტას ავიახაზების თვითმფრინავები ბირმინგემის საერთაშორისო აეროპორტში, ფრენების გაუქმების შემდეგ. ალაბამა, 2020 წლის 25 მარტი
ფოტო: Elijah Nouvelage / Reuters
2. ერთ დროს ადამიანებითა და მანქანებით სავსე ქუჩა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია, 2020 წლის 18 მარტი
ფოტო: Josh Edelson / AFP / Getty
3. ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა ლენინგრადის რეგიონში, რუსეთი, 2020 წლის 20 მარტი
ფოტო: Anton Vaganov / Reuters
4. მიტანის სერვისში დასაქმებულები დისტანციურად განლაგებულ სკამებზე სხედან და შეკვეთების დამზადებას ელოდებიან. ტაილანდი, 2020 წლის 24 მარტი
ფოტო: Chalinee Thirasupa / Reuters
5. რიჩმონდის პოპულარული სუპერმარკეტის დაცარიელებული ავტოსადგომი. კალიფორნია, 2020 წლის 17 მარტი
ფოტო: Justin Sullivan / Getty
6. სერბეთის სამხედროებმა ბელგრადის ბაზრობის მიმღებში საწოლები განათავსეს მათთვის, ვისაც COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვთ. 2020 წლის 24 მარტი
ფოტო: Vladimir Zivojinovic / AFP / Getty
7. ქალი ბუქარესტში კიბეებზე ვარჯიშობს და სავარაუდოდ, სახლში დარჩენაზე მთავრობის რეკომენდაციასაც არღვევს. რუმინეთი, 2020 წლის 21 მარტი
ფოტო: Vadim Ghirda / AP
8. ჰონგ-კონგის მარკეტის თანამშრომელი ტუალეტის ქაღალდის შეკვრებს ალაგებს, 2020 წლის 8 თებერვალი
ფოტო: Tyrone Siu / Reuters
9. ფრენების შეჩერების შემდეგ ტალსას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე განთავსებული ამერიკის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავები. ოკლაჰომა, 2020 წლის 23 მარტი
ფოტო: Nick Oxford / Reuters
10. მგზავრი მიუნხენში, ფრანც-იოზეფ შტრაუსის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებს შორის გადადის. გერმანია, 2020 წლის 17 მარტი
ფოტო: Christof Stache / AFP / Getty
11. ქალი დუბლინის ცარიელ სანაპიროზე. ირლანდია, 2020 წლის 23 მარტი
ფოტო: Clodagh Kilcoyne / Reuters
12. ასობით გაჩერებული ნავი სიეტლის სანაპიროსთან. ვაშინგტონი, 2020 წლის 16 მარტი
ფოტო: Lindsey Wasson / Reuters
13. დეზინფექცია შენიანის კინოთეატრში. ჩინეთი, 2020 წლის 25 მარტი
ფოტო: AFP / Getty
14. დისტანციური რიგი კოლომბოში ბოსტნეულის დახლთან. შრი-ლანკა, 2020 წლის 24 მარტი
ფოტო: Dinuka Liyanawatte / Reuters
15. უხანის რკინიგზის სადგურში დეზინფექციის დაწყებამდე. ჩინეთი, 2020 წლის 24 მარტი
ფოტო: AFP / Getty
16. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოყოფილი სადეზინფექციო სითხეები, რომელიც მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ. უკრაინა, 2020 წლის 21 მარტი
ფოტო: Valentyn Ogirenko / Reuters
17. საავადმყოფოდ გადაკეთებული საგამოფენო სივრცე მადრიდში. ესპანეთი, 2020 წლის 22 მარტი
ფოტო: Borja Sanchez-Trillo / Comunidad de Madrid via Getty
18. სოციალური დისტანცია ბანგკოკის საემიგრაციო ცენტრში. ტაილანდი, 2020 წლის 25 მარტი
ფოტო: Chalinee Thirasupa / Reuters
19. მოქალაქე სეულის ცარიელ ქუჩაში. სამხრეთ კორეა, 2020 წლის 25 მარტი
ფოტო: Kim Hong-Ji / Reuters
20. ლუფთანზას სამგზავრო თვითმფრინავი ფრენების გაუქმების შემდეგ ფრანკფურტის აეროპორტში. გერმანია, 2020 წლის 25 მარტი
ფოტო: Thomas Lohnes / Getty
21. დაცარიელებულ ბრუკლინის ხიდი და ჰორიზონტზე ნისლში ჩაძირული მანჰეტენი. ნიუ-იორკი, 2020 წლის 20 მარტი
ფოტო: Victor J. Blue / Getty
22. არლინგტონის მარკეტის დაცარიელებული დახლები. ვირჯინია, 13 მარტი
ფოტო: Win McNamee / Getty
23. კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის განკუთვნილი კარვები ბოგოტას სამხედრო საავადმყოფოს ტერიტორიაზე. კოლუმბია, 2020 წლის 21 მარტი
ფოტო: Leonardo Munoz / Reuters
24. სიეტლის რესტორანში საავადმყოფოსთვის გადასაცემ კერძებს ამზადებენ. ვაშინგტონი, 2020 წლის 20 მარტი
ფოტო: David Ryder / Reuters
25. ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, მაიამის აეროპორტთან ტაქსის მძღოლები მგზავრებს ელიან. მაიამი, 2020 წლის 18 მარტი
ფოტო: Carlos Barria / Reuters
26. კომენდანტის საათის ამოქმედებამდე დაცარიელებული მუმბაი. ინდოეთი, 2020 წლის 22 მარტი
ფოტო: Indranil Mukherjee / AFP / Getty
27. პაციენტების მიერ გამოყენებული საწოლები ვენაში, საგანგებო სიტუაციისთვის აშენებულ საავადმყოფოში. ავსტრია, 2020 წლის 17 მარტი
ფოტო: Georg Hochmuth / Reuters
28. უხანის მუშები დისტანციურად, 1,5 მეტრის დაშორებით სხედან და ისე მიირთმევენ ლანჩს. ჩინეთი, 2020 წლის 23 მარტი
ფოტო: Feature China / Barcroft Media / Getty
29. რესტორნების დახურვის შემდეგ, პილსენში ქარხნებმა ლუდის წარმოება შეზღუდეს. ჩეხეთი, 2020 წლის 25 მარტი
ფოტო: David W Cerny / Reuters
30. მონტგომერში გაჩერებული 200-მდე სასკოლო ავტობუსი. მერილენდი, 2020 წლის 16 მარტი
ფოტო: Chip Somodevilla / Getty
31. დაცარიელებული ტაიმზ-სკვერი. ნიუ-იორკი, 2020 წლის 23 მარტი
ფოტო: Angela Weiss / AFP / Getty
32. კოპაკაბანას გაუკაცრიელებული სანაპირო, რიო-დე-ჟანეიროში. ბრაზილია, 2020 წლის 22 მარტი
კომენტარები