სტრესის მართვა ეპიდემიების დროს — რეკომენდაციები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან
ფოტო: თოდუას სამედიცინო ცენტრი
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ეპიდემიებიას, სტრესული აშლილობა, რომლის ძირითადი ნიშნებიცაა გადაჭარბებული ემოცია, პანიკა და შიში, მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების განვითარებასა და მისი არეალის გაფართოებას, — აღნიშნავს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე და რეკომენდაციებს გვთავაზობს.
სტრესი ჩვენი ცხოვრების თანამდევია და შეიძლება ითქვას, "სასარგებლოც", რადგან ის ადამიანის ძალების მობილიზებას და ცვალებად სამყაროსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და დიდხანს გრძელდება, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას, რასაც მივყავართ ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ ძვრებამდე.
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ აღწერა, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველგვარ შინაგან და გარეგან გამღიზიანებლებზე ერთნაირი პირველადი რეაქციით — ერთგვარი დაძაბულობით რეაგირებს.
სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითებით, განსჯის უნარის შესუსტებით. ამ დროს ადამიანი ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, აღიზიანებს ყველა წვრილმანი, მიილტვის მარტოობისკენ, ან ეუფლება მარტოსულობის განცდა ("მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა"), თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან პირიქით — გაძლიერებული მადა, მოჭარბებული ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, ფაღარათი, ნერვული ქცევა და სხვა.
სტრესის მრავალი გამომწვევი ფაქტორიდან, აღსანიშნავია მოულოდნელი ფაქტორები, რომლის წინააღმდეგ სამოქმედოდაც ადამიანი მზად არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი ფაქტორია დღევანდელ რეალობაში გავრცელებული ახალი ვირუსი —COVID-19.
ამას ემატება ყოველდღიური ინფორმაციული სტრესიც — ნეგატიური ინფორმაციის ზეგავლენა ფსიქიკაზე, ანუ იმაზე მეტის, ვიდრე ადამიანს შეუძლია აღიქვას და გადაამუშაოს.
თუ ადამიანი კონცენტრირდება ნეგატიურ ინფორმაციაზე, დიდია რისკი იმისა, რომ ამან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე.
აღნიშნულ დროს, ადამიანის ორგანიზმში იზრდება ადრენალინისა და კორტიზოლის გამომუშავება, რის შედეგადაც სისხლში მატულობს გლუკოზის დონე, ვითარდება ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, რასაც ემატება ე.წ. ავტონომიური (ვეგეტატიური) ნერვული სისტემის სიმპტომატიკა და ხშირი პანიკური შეტევები უჰაერობით, თავბრუსხვევით, ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნებით, შიშისა და უსასოობის განცდით.
თუ სტრესული ფაქტორების არსებობა გახანგრძლივდა, ვითარდება ე.წ "გამოფიტვის" ფაზა. ამ შემთხვევაში თავისუფალი რადიკალები აზიანებს ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს და იზრდება სხვადასხვა, მათ შორის მწვავე ვირუსული დაავადებების განვითარების რისკი.
როგორც ვხედავთ, არსებობს ერთგვარი "მანკიერი წრე" სტრესულ აშლილობასა და მწვავე დაავადებებს შორის. ერთი მხრივ, დაავადებები იწვევს სტრესულ აშლილობას, ხოლო მეორე მხრივ, დეზადაპტირებული ორგანიზმი ადვილად იქცევა სხვადასხვა დაავადების სამიზნედ. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შიშისა და პანიკის დროს ადამიანი ვერ ახერხებს, დაიცვას პრევენციული თუ სამკურნალო ღონისძიებები და პირიქით, ამ პერიოდში ხშირად შეცდომებსაც კი უშვებს.
"გირჩევთ, შევინარჩუნოთ სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე ნებისმიერ, განსაკუთრებით, დღევანდელ სიტუაციაში. ჩვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე არაორგანიზებულობითა და დაუდევრობით, ნუ ვავნებთ ჩვენს თავს და გარშემომყოფებს.
გვახსოვდეს: ნერვიულობა კარგს არაფერს მოგვიტანს!"
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები