თალაკვაძე: უზრუნველვყოფთ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ვალდებულებების შესრულება შევძლოთ
ფოტო: არჩილ თალაკვაძე / FB
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უზრუნველყოფენ, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამის შესახებ მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"უზრუნველყოფთ, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ, იმ ვალდებულებების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული", — განაცხადა თალაკვაძემ.
19 მარტს მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით იხურება. მუშაობას გააგრძელებენ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები, საფოსტო ქსელები და საბანკო განყოფილებები.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სხდომაზე მდგომარეობის გამოცხადების შესახებაც იმსჯელეს. გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
დღეს კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე. მთავრობის ინფორმაციით, ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში მყოფი 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. იმ ადამიანებს შორის, ვისი ვირუსით ინფიცირებაც 19 მარტს დადასტურდა, ერთ-ერთი 80 წელზე მეტისაა, მას თანმხლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს.
საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი, პაციენტი N1 უკვე გამოჯანმრთელდა, ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 262.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მომდევნო ორ კვირაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რადგან საქართველოში უკვე დააბრუნეს საზღვარგარეთ მყოფი 2 000 მოქალაქე, რომლებიც საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის 18 მარტის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.
დღეს, 19 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ხელისუფლება შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს, თუმცა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კარანტინის გამოცხადება.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, მთავრობას ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებების გამკაცრება შესთავაზა, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ის აღნიშნავს, რომ ეს საკვებ ობიექტებსა და აფთიაქებს არ უნდა შეეხოს.
ამასთან, გაიცა რეკომენდაცია, სავაჭრო ობიექტებს იჯარის გადასახადი შეუჩერდეთ თბილისსა და რეგიონებში. თბილისის მერიამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ უკვე მიმართა ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს იმ პრეპარატისთვის, რომელიც კორონავირუსის მკურნალობისას ჩინეთმა გამოიყენა.
გარდა ამისა, დღეიდან ამოქმედდება შეთანხმება სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 9 ძირითად პროდუქციაზე ფასები არ გაიზრდება.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს იღებენ და კითხვებს წინასწარ გზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. მათ შორის ერთი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობდა. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინში გადაყვანილია 127 ადამიანი. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საქართველოშიც დასჯადი გახდება. პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
მაიკლ ო’ფლაერტი მოწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას მაიკლ ო’ფლაერტი მოწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას
გადახედვა
-
2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა 2 ტრილიონ დოლარად შეფასების შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
გადახედვა
-
რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს
გადახედვა
-
ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა ტვინის იმპლანტანტმა პარალიზებულ კაცს კვლავ საკუთარი ხმით ლაპარაკის საშუალება მისცა
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება
გადახედვა
-
თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი
-
"აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება "აწარმოე საქართველოში" ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე იქნება
გადახედვა
-
18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება — GWP გაფრთხილებას აქვეყნებს 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება — GWP გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაფრთხილება მოსალოდნელ წყალუხვობასთან დაკავშირებით გაფრთხილება მოსალოდნელ წყალუხვობასთან დაკავშირებით
-
1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე 1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე
გადახედვა
-
გიორგი სოსიაშვილი: ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და გამხდარიყო “ელენე წამებული” გიორგი სოსიაშვილი: ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და გამხდარიყო “ელენე წამებული”
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით
-
დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა
გადახედვა
-
On.ge-ის 12 ქვიზი წყალზე, საიდანაც მშრალი ნამდვილად ვერ ამოხვალ On.ge-ის 12 ქვიზი წყალზე, საიდანაც მშრალი ნამდვილად ვერ ამოხვალ
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს თენგიზ შარმანაშვილი: ელენე ხოშტარიას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს
გადახედვა
-
დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან
გადახედვა
-
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია! სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
-
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ — ვინ არიან ბრალდებულები? საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ — ვინ არიან ბრალდებულები?
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა
გადახედვა
კომენტარები