სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპრემიერ ნიკა გილაურს ნაცმოძრაობის დაშლის მცდელობასა და ოცნებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. მან დაწერა, რომ "საბანკო მაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, გილაურების ხელით ფული მისცეს პოლიტიკოსებს ნაცმოძრაობის დასაშლელად და ახალი პოლიტ-ძალის შესაქმნელად.
ის ნიკა გილაურს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს და წერს, რომ კოალიციას ის 2024 წლის არჩევნების აღიარებას სთხოვდა.
"არჩევნების" შემდეგ იგივე გილაურმა მოსთხოვა ამ ცალკეულ პოლიტიკოსებს გაყალბების აღიარება და პარლამენტში შესვლა, რაზეც ეს უკანასკნელები პოლიტიკური გაფარჩაკების შიშით არ დათანხმდნენ", — დაწერა სააკაშვილმა.
ამავე თემას სააკაშვილი 20 აგვისტოს კვლავ დაუბრუნდა და დაწერა, რომ გილაურები ოპოზიციურ გაერთიანებას (სავარაუდოდ ის კოალიცია ცვლილებისთვის გულისხმობს) ფული ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მისცემდნენ. მისივე მტკიცებით, ეს რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე გაეკეთებინათ, ციხეში აღმოჩნდებოდნენ.
სააკაშვილი იმასაც წერს, რომ პარტია ახალი თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი".
"ნიკა გილაური არის GeoCapital-ის სტამბოლის ოფისის ხელმძღვანელი (თუმცა ვინმესთვის მისაცემი საკუთარი ათეულობით მილიონი ნამდვილად არ აქვს). ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი არის ირაკლი გილაური და GeoCapital არის "საქართველოს ბანკის" მფლობელი.
შემჩნეულია, მათ შორის ამერიკელების მიერ, რუსეთთან ინტენსიურ ურთიერთობებში, აშშ-ს კონგრესი საუბრობს ამ კომპანიის ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებზე, ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი.
— მეორე ფაქტი არის ის რაც საჯაროდ თქვეს ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ, რომ მათ გილაურისგან აიღეს ათობით მილიონი. თუ ესეც მე მოვიგონე?
— ახლა ვკითხოთ ჩვენს თავს, გილაურები, რომელთა კეთილდღეობა მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული. ფულს რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემდათ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, კარგი ვთქვათ დავუშვათ ერთი წუთით რომ ივანიშვილს არ ჰკითხეს. რა მოუვიდოდა ამ შემთხვევაში გილაურებს. შეინარჩუნებდნენ თუ არა ბიზნესს თუ ახლა სრულიად უფულოდ დარჩენილი ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდებოდნენ?
პარლამენტში რომ არ შეხვედით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ყოჩაღ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ გილაური ითხოვდა შედეგების აღიარებას თუ ამასაც უარყოფთ?
პარტია ახალი თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე როცა ფული შეწყდა.
თუ იმასაც უარყოფთ ახლა რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და "პარტია ახალი N4" აღარ არსებობს?
რაზეც ყველა მოკრძალებულად დუმხართ და ამჯობინებთ ჩემზე გადაიტანოთ ყურადღება. ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და გამოვა სიმართლის აღიარების პირობებში", — დაწერა ექსპრეზიდენტმა.
სააკაშვილს დღეს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე გამოეხმაურა და მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილები უწოდა".
ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "უსინდისო ტყუილია, რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია", "უსინდისო ტყუილია, რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა", "უსინდისო ტყუილია (მე ვიტყოდი ნაბიჭვრობა) რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას".
"1. უსინდისო ტყუილია რომ პარტია ახალი გილაურის პროექტია. ახალი შეიქმნა გილაურის გამოჩენამდე და მე და ლაკას შესაძლო კოალიციაზე კომუნიკაცია და ურთიერთობა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან, როგორც პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეებთან გვქონდა გილაურის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე;
2. უსინდისო ტყუილია რომ გილაურმა კოალიციაში ათობით მილიონი მოიტანა. არც ათობით მილიონი ყოფილა და არც გილაური ყოფილა რესურსის ერთადერთი წყარო კოალიციისთვის;
3. უსინდისო ტყუილია (მე ვიტყოდი ნაბიჭვრობა) რომ გილაური ჩვენგან ითხოვდა არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას (ესაა მთავარი ტყუილი, რომლისთვისაც სხვა ტყუილები გახდა საჭირო). ამის ნაბიჭვრული გაგრძელებაა რომ თითქოს ციხეში იმიტომ ჩაგვსვეს რომ გილაურს არ დავუჯერეთ და ამით ირიბად ბიძინა გადავაგდეთ;
4. უსინდისო ტყუილია რომ გილაური არჩევნების შემდეგ გაქრა. გილაური, თავის მეგობრებთან ერთად, მთელი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი იდგა რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ. ის საჯაროდ აკრიტიკებდა რეჟიმს. მან გააკეთა ფონდი, რომელიც ბევრს დაეხმარა, მანამ სანამ იმას დამართებდნენ, რაც "რადიო თავისუფლების" ფილმშია.
ვიღაცა შეიძლება მეტს ელოდა ან მეტს ელოდეს მისგან, მაგრამ ეგ არაა აქ განხილვის საგანი. მხოლოდ ტყუილები.
და ბოლოს:
სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გრაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო. ვიღაცებს, ვინც სხვებს მოუწოდებს საჯაროდ პარტიულობაზე მაღლა დადგომისკენ, დღემდე ყელში აქვს გაჩხირული არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა კოალიციამ სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა იმ ვითომ არჩევნებზე (მართლა რა დროს ესაა ეს დედააფეთქებული?!), არამედ ისიც, რომ ის ერთადერთია წინასაარჩევნო კოალიციებიდან რომელიც არ დაიშალა დღემდე", — დაწერა ჯაფარიძემ.
მანამდე სააკაშვილის განცხადებბს გამოეხმაურა პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია და დაწერა, რომ "ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და ქოცების გახარებას". ამასთან, მან ექსპრეზიდენტის ბრალდებებს "ტყუილები" უწოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წელს ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ, გილაურის გაუჩინარების მიზეზი ის გახდა, რომ მას და მის კომპანიებს სასამართლომ $12 მლნ-ის გადახდა დააკისრა, სხვა კომპანიებში წილები დაუყადაღა და საქართველოში ერთადერთი სახლი წავკისზე აუქციონზე $4 მლნ-ად გაუყიდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები