ტარიელ კაკაბაძე: შსს-ს განცხადება ჩემი და სოფიო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა
ადვოკატი ტარილ კაკაბაძე ეხმაურება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან და გურამ დადიანიძის დედამ — სოფო ბიბილაშვილმა, წინასწარ იცოდნენ გურამის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შესახებ.
ადვოკატის თქმით, შსს-ს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და სამინისტროს მხრიდან მისი პერსონალური დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს. კაკაბაძე აღნიშნავს, რომ უწყება ამ ნაბიჯზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მან საქმის არასრულფასოვნად გამოძიებასა და პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე დაიწყო საუბარი.
"მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს გურამ დადიანიძის სახელით დაწერილი პოსტის თაობაზე მე წინასწარ ვიცოდი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრული სიცრუე, სრული აბსურდი და მიხარია, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამ ყველაფერს, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს სიცრუე ემსახურება პირადად ჩემს დისკრედიტაციას, ვინაიდან მე, როდესაც ჩავერთე ამ საქმეში, ვამხილე შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირდაპირ განვაცხადე, რომ საქმეს ხელს აფარებდნენ, თავის დროზე ხელოვნურად არ გამოიძიეს ეს საქმე, ჩაატარეს არასრულფასოვნად საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც, 3 წლის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე.
რა თქმა უნდა, როდესაც დაინახეს, რომ მე მქონდა უდიდესი მხარდაჭერა საზოგადოებაში, დაიწყეს უკვე ჩემი დისკრედიტაცია. მე ამას ველოდი, მაგრამ მე არ ველოდი, თუ ეს ყველაფერი მოხდებოდა ასეთი იაფფასიანი მეთოდებით", — თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
უფლებადამცველი განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში მას დაუკავშირდა ანგარიში სახელწოდებით "ნასვამი ჩოჩორი", რომელმაც საქმესთან დაკავშირებული ცნობების მოპოვებაში დახმარება შესთავაზა, რაზეც ადვოკატისგან თანხმობა მიიღო.
"მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის უკან დამიკავშირდა Facebook-ზე პიროვნება, Facebook პროფილის სახელწოდება არის ასეთი — "ნასვამი ჩოჩორი" და მითხრა, რომ ის მუშაობდა ამ საქმეზე, აკეთებდა ყველაფერს, რომ რაღაც ინფორმაციები შეეგროვებინა და მე მომაწვდიდა ინფორმაციებს და დამეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მე მას თანხმობა განვუცხადე, თანხმობა განვუცხადე ასევე ასობით ადამიანს, რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი მე მომაწვდიდნენ ყველანაირ ინფორმაციას და მე ამ ინფორმაციას ვაგროვებდი", — ამბობს უფლებადამცველი.
ტარიელ კაკაბაძის თქმით, აღნიშნულმა პირმა მას IP მისამართების ამსახველი ფოტომასალა გაუგზავნა. მოგვიანებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაფრენის შემდეგ, ადვოკატმა შეიტყო ოსურ ენაზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ, რის შემდეგაც იმავე მომხმარებლისგან მიიღო შეტყობინება, სადაც ის აღიარებდა სტატუსის გამოქვეყნებას პროკურატურის "გამოსაფხიზლებლად".
"რამდენიმე დღის შემდეგ ამ ადამიანმა მომაწოდა IP მისამართებთან დაკავშირებით სქრინი, რომელიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის, სადაც არის დაფიქსირებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შედიოდა კახა გელაშვილის სახელით არსებულ Facebook გვერდზე და მან ასევე მითხრა, რომ შესული იყო კახა გელაშვილი, კახა გელაშვილის IP მისამართი ფიქსირდებოდა და ასევე ვლადიკავკაზიდან ფიქსირდებოდა შესვლა აღნიშნულ Facebook გვერდზე.
მე ჩამოვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 10-საათიანი ფრენა მქონდა, 10 საათის განმავლობაში ტელეფონი გათიშული მქონდა, რომ ჩამოვედი, დაახლოებით ორ საათში ჩავრთე ინტერნეტი და ვნახე, რომ ჟურნალისტების ზარი იყო, ხოლო როდესაც ვესაუბრე, ჟურნალისტმა მითხრა, რომ მსგავსი პოსტი იყო დაწერილი ოსურ ენაზე, რომ თითქოს გურამ დადიანიძე წერს რაღაცას, ოსურ ენაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არ ვარ საქმის კურსში, შევეცდებოდი გარკვევას.
შემდეგ შევდივარ მესენჯერში და ვხედავ, რომ აღნიშნული Facebook პროფილი — "ნასვამი ჩოჩორი" მიგზავნის მესიჯს, სადაც წერია, რომ: ბატონო ტარიელ, რომ იცოდეთ, ჩვენ დავდეთ აღნიშნული პოსტი, რომ პროკურატურა გამოფხიზლებულიყო", — თქვა ადვოკატმა.
კაკაბაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიღებული მიმოწერები და სქრინები მანვე მიაწოდა საგამოძიებო უწყებას. იგი უარყოფს პროცესში რაიმე პირად ინტერესს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს როგორც გამოძიებას, ისე დაკარგულის ოჯახს, თუმცა აპირებს ბოლომდე იბრძოლოს სიმართლის დასადგენად.
"ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მეც, ჩემი თანამშრომლებიც ვაკეთებდით ყველაფერს, გაგვერკვია, თუ ვინ იყო თუნდაც ეს "ნასვამი ჩოჩორი", თუ ვინ იყო იმ ფეიკ ექაუნთების უკან, რომლებიც გარკვეულ პოსტებს წერდნენ და ასე შემდეგ. იქვე მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო ორგანოს, კონკრეტულად გამომძიებელს, პროკურორს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ სქრინების თაობაზე, რომელიც გამომიგზავნა აღნიშნულმა პიროვნებამ, "ნასვამმა ჩოჩორმა" და მოვითხოვეთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ამ ინფორმაციას ჩვენ ვაწვდიდით გამოძიებას.
და დღეს კი ვხედავ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ცრუ განცხადებას, თითქოს მე ვიყავი აღნიშნული პოსტის უკან. მე ვსვამ კითხვას — რა ინტერესი უნდა მქონოდა, რომ ვინმეს აღნიშნული პოსტი დაეწერა? ოსურ ენაზე, რა ინტერესი უნდა მქონოდა? მით უმეტეს, რომ მე არ ვარ გუშინდელი ადვოკატი და კარგად ვიცი, რომ ამის დადგენა ძალიან მარტივია, თუ რომელი IP მისამართით შევიდა ვინმე. რა ინტერესი უნდა მქონოდა?! პირიქით, ამან დააზიანა პროცესი, უფრო სწორად, ეს არის მცდელობა, რომ პროცესი დააზიანონ და ეს არის მცდელობა, რომ მოახდინონ პირადად ჩემი, როგორც ადვოკატის დისკრედიტაცია და ასევე სოფიო ბიბილაშვილის, გურამის დედის დისკრედიტაცია.
ამ დღეების განმავლობაშიც იყო არაერთი მცდელობა დისკრედიტაციისა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იყო წარუმატებელი და მე გპირდებით, რომ ისეთივე წარუმატებელი იქნება ამჯერად აღნიშნული უბადრუკი მცდელობაც, რომ მოახდინონ ჩემი, როგორც ადვოკატის დისკრედიტაცია.
ნამდვილად, მე არ გავჩერდები, კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ, დადგინდეს, რა ვითარებაში დაიკარგა გურამ დადიანიძე და რატომ არ იქნა საქმე გამოძიებული თავის დროზე, რატომ აფარებდნენ ხელს სავარაუდო დამნაშავეებს.
რაც შეეხება სქრინებს მიმოწერასთან დაკავშირებით, მე უკვე დავდე და კიდევ გამოვაქვეყნებ. აღნიშნული მიმოწერით ძალიან ნათლად ჩანს, რომ მე არ ვიცოდი და ვერც მეცოდინებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც აპირებდა გურამის სახელით რაღაც პოსტის დაწერას. უფრო მეტიც, მე უსაყვედურე აღნიშნულ პიროვნებას, რომ მსგავსი რამ არ უნდა გაეკეთებინა. თუ მართლა გააკეთა, ისიც ვუთხარი, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე მქონდა მოლოდინი, რომ გამოძიება დაადგენდა, ვინ გააკეთა, რა გააკეთა, ვინ ვის მისამართზე შევიდა, ვინ ვის გაუტეხა Facebook და ასე შემდეგ.
ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ ასეთი სასაცილო და არასერიოზული მცდელობა ექნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია. თუმცა მიხარია, რომ საზოგადოება ყველაფერს ხვდება, მიხარია, რომ მხარდაჭერა გაიზარდა შემცირების ნაცვლად და ნამდვილად... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად დღეიდან", — თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
მანამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს გავრცელებული სტატუსის შესახებ წინასწარ იცოდნენ დაკარგულის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა და ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
საგამოძიებო უწყების ცნობით, პროცესი "ტელეგრამის" სპეციალურ ჯგუფში დაიგეგმა, რომელშიც დაკარგულის დედის ახლო ნათესავი და სხვა პირები შედიოდნენ. მათ შეიტყვეს, რომ ტელეფონის ნომერი, რომელზეც დადიანიძის ანგარიში იყო დარეგისტრირებული, თავისუფალი იყო. ნომრის ყიდვის შემდეგ, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, მოზარდის "ფეისბუქის" პროფილზე წვდომა მოიპოვა და პოსტი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ამავე ნომერზე გაააქტიურეს WhatsApp-ი და Viber-იც.
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის "ფეისბუქ"გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.
გურამ დადიანიძის "ფეისბუქ" გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა — სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში" შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.
აღნიშნული ნომერი შეიძინა "ტელეგრამ" ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.
ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის", — წერია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 აგვისტოს, 2014 წლის ლომისობას დაკარგული 17 წლის გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელში ოსურ დიალექტზე დაწერილი სტატუსი გამოჩნდა: Арцыд растаг, რაც თარგმანში ნიშნავს "მოვიდა დრო".
ცნობისთვის, 12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მლეთაში ლომისის სალოცავის მიმდებარედ ტერიტორიაზე 11 აგვისტოს ხელახლა ჩატარდა, რომლის დროსაც გამოირიცხა ვერსია, რომ ის მეწყერმა მოიყოლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყება უარყოფს დადიანიძის დედის ბრალდებას, თითქოს საქმე ჯეროვნად არ გამოუძიებიათ. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა და ვერანაირი საეჭვო გარემოება ვერ აღმოაჩინეს.
- "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
- შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
- ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღესაა გადაღებული, შუადღის საათებს ასახავს, გამოკითხვის თანახმად კი არასრულწლოვანი ღამის საათებში გაუჩინარდა.
აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ისმის სიტყვები: "არ მიმატოვო, გეხვეწები". დაკარგული ბიჭის დედის მტკიცებით, ეს მისი შვილის ხმაა.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები