ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ არ იცის ვინაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი კომენტარი ზახაროვას განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან იმედი გამოთქვა, რომ თბილისი საქართველოში "რუსოფობიის" აღსაკვეთად ამომწურავ ზომებს მიიღებს.

"ვინ არის მარია ზახაროვა? მე არ ვკითხულობ იმის არაფერს და არ ვიცი ვინ არის და განმიმარტეთ. მე ვკითხულობ სერიოზული პირველი ნომერი ადამიანების, პოლიტიკაში ვინც არიან, იმათ განცხადებებს. ის არის კლერკი ერთ-ერთ სამინისტროში.

შვეიცარიის მოქალაქეების უსაფრთხოებასაც ვიცავთ, საუდის არაბეთის მოსახლეობის, ბანგლადეშელი ტურისტების უსაფრთხოებასაც ვიცავთ და თქვენი, როგორც ჟურნალისტის უსაფრთხოებასაც ვიცავთ", — ამბობს შარმანაშვილი.