კლინტონი თუ ტრამპი? მოლოდინი საქართველოში
ფოტო: Slate.com
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის ხმამ ვრცელი სტატია მოამზადა თუ რა გავლენა ექნება თითოეული კანდიდატის გამარჯვებას საქართველოზე. სტატიაში მოყვანილია სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა დადებითი ფაქტორი თუ რა რისკები შეიძლება ახლდეს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებას.
8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატები 45-ე პრეზიდენტს აირჩევს. დემოკრატი ჰილარი კლინტონი თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი? ამერიკელი ხალხის არჩევანს, მთელი მსოფლიოს მსგავსად, დიდი ინტერესით ელიან საქართველოშიც.
ორივე კანდიდატი ნამყოფია ჩვენს ქვეყანაში. ჰილარი კლინტონი, სახელმწიფო მდივნის რანგში, ორჯერ, ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში. პირველად 2010 წლის ივლისში, თბილისში და მეორედ, 2012 წლის ივნისში, ბათუმში.
კლინტონი, რა თქმა უნდა გაცილებით უკეთ იცნობს, როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ისე საგარეო პრობლემატიკას. ასევე საუკეთესო ქართული ღვინის გემოს, მას დაგემოვნებული აქვს - საკოლექციო გურული ჩხავერი. კლინტონს "საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო" მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი.
"საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის" ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით არის დაჯილდოვებული დონალდ ტრამპი. იგი თბილისს და ბათუმს 2012 წლის აპრილში, საკუთარი თვითმფრინავით სტუმრობდა. შავი ზღვის სანაპიროზე მონაწილეობა მიიღო 47 სართულიანი "ტრამპ თაუერის" პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც შემდეგ აღარ აშენდა.
ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან. ამერიკამ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა ამერიკაში, ამბობს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი:
"ჩვენ ბუნებრივია ყურადღებით ვადევნებთ ამ არჩევნებს თვალყურს, ვინაიდან აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩვენ ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან.
ეს ურთიერთობა ორმხრივია, ჩვენი მხრიდანაც ასეთი დამოკიდებულებაა და იქედანაც. უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ-მ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ბილ კლინტონი თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი."
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ბარაქ ობამას (2009-2016) "გადატვირთვის პოლიტიკამ" რუსეთთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გარკვეულწილად, მეორე რიგში გადაიყვანა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპატიები, 8 ნოემბრის არჩევნებში, ისევ დემოკრატიული პარტიის კანდიდატისკენ იხრება.
ანალიტიკოსთა აზრით, ეს განპირობებულია, რესპუბლიკელთა კანდიდატის არაპროგნოზირებადი და იზოლაციონისტური რიტორიკით. პირველ რიგში დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადებებით, NATO-ზე, ბალტიისპირეთზე, ოკუპირებულ ყირიმზე, უკრაინაზე, ემიგრაციაზე, რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინზე.
საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე განმარტავს, თუ რატომ არის სარისკო დონალდ ტრამპის არჩევა:
"ტრამპი ბევრად უფრო სარისკო კანდიდატია ჩვენთვის, რუსეთთან მისი გაუთვიცნობიერებლობის გამო. არც საგარეო პოლიტიკური და არც ზოგადად, მმართველობითი გამოცდილება მას არ აქვს.
ეს გაცილებით სარისკოა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთმა პირველად გადაკვეთა წითელი ხაზი. ის პირდაპირი ჩაერია სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში, ვგულისხმობ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ჰაკერულ თავდასხმას აშშ-ს პოლიტიკურ პარტიებზე,საარჩევნო ორგანიზაციებსა და მედიაზე.
რუსეთი პირდაპირ ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესის მანიპულაცია მოახდინოს. ასევე, ნელნელა ნათელი ეფინება სხვა თემებსაც. მაგალითად, სკანდალური "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟის კავშირებს, უკვე აშკარაა, რომ "ვიკილიქსს აქვს გარკვეული რუსული კონტაქტები.
ანუ, თანდათან აშკარა ხდება, რომ რუსეთი არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში, არამედ უკვე მსოფლიოს მასშტაბით მანიპულირებს დემოკრატიული ინსტიტუტებით და ეს, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.“
ამერიკის შეერთებული შტატების არსებობის 240 წლიანი ისტორიის მანძილზე, 44 არჩეული პრეზიდენტიდან, მხოლოდ პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი (1789-1797) იყო უპარტიო.
შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის ორ ძირითად მოთამაშეს - რესპუბლიკურ პარტიას 18 პრეზიდენტი წარმოადგენდა, დემოკრატიულ პარტიას კი 16. ოთხ-ოთხი პრეზიდენტი ჰყავდათ ვიგების და დემოკრატიულ-რესპუბლიკურ პარტიებს. ერთი კი ფედერალისტურ პარტიას.
აშშ-ს პრეზიდენტები (1789-2016)
- ჯორჯ ვაშინგტონი, უპარტიო - 1789-1797;
- ჯონ ადამსი, ფედერალისტი - 1797-1801;
- თომას ჯეფერსონი, დემოკრატ-რესპუბლიკელი - 1801-1809;
- ჯეიმზ მედისონი, დემოკრატ-რესპუბლიკელი - 1809-1817;
- ჯეიმზ მონრო, დემოკრატ-რესპუბლიკელი -1817-1825;
- ჯონ ქუისზი ადამსი, დემოკრატ-რესპუბლიკელი -1825-1829;
- ენდრუ ჯექსონი, დემოკრატი - 1829-1837;
- მარტინ ვან ბურენი, დემოკრატი - 1837-1841;
- უილიამ ჰენრი ჰარისონი, ვიგი - 1841 მარტი-აპრილი;
- ჯონ ტაილერი, ვიგი - 1841-1845;
- ჯეიმზ ნოქს პოლკი, დემოკრატი - 1845-1849;
- ზაქარი ტეილორი, ვიგი - 1849-1850;
- მილარდ ფილმორი, ვიგი - 1850-1853;
- ფრანკლინ პირსი, დემოკრატი - 1853-1857;
- ჯეიმზ ბიუკენენი, დემოკრატი - 1857-1861;
- აბრაამ ლინკოლნი, რესპუბლიკელი - 1861-1865 მოკლეს;
- ენდრიუ ჯონსონი, დემოკრატი - 1865-1869;
- ულის გრანტი, რესპუბლიკელი - 1869-1877;
- რეზერფორდ ჰეისი, რესპუბლიკელი - 1877-1881;
- ჯეიმზ გარფილდი, რესპუბლიკელი - 1881 მარტი-სექტემბერი, მოკლეს;
- ჩესტერ ართური, რესპუბლიკელი - 1881-1885;
- გროვერ კლივლენდი, დემოკრატი - 1885-1889;
- ბენჯამინ ჰარისონი, რესპუბლიკელი - 1889-1893;
- გროვერ კლივლენდი, დემოკრატი - 1893-1897 მეორე ვადით;
- უილიამ მაკ-კინლი, რესპუბლიკელი - 1897-1901, მოკლეს;
- თეოდორ რუზველტი, რესპუბლიკელი - 1901-1909;
- უილიამ ჰოვარდ ტაფტი, რესპუბლიკელი - 1909-1913;
- ვუდრო უილსონი, დემოკრატი - 1913-1921;
- უორენ ჰარდინგი, რესპუბლიკელი - 1921-1923;
- კალვინ კულიჯი, რესპუბლიკელი - 1923-1929;
- ჰერბერტ ჰუვერი, რესპუბლიკელი - 1929-1933;
- ფრანკლინ რუზველტი, დემოკრატი - 1933-1945;
- ჰარი ტრუმენი, დემოკრატი - 1945-1953;
- დუაიტ ეიზენჰაუერი, რესპუბლიკელი - 1953-1961;
- ჯონ კენედი, დემოკრატი - 1961-1963, მოკლეს;
- ლინდონ ჯონსონი, დემოკრატი - 1963-1969;
- რიჩარდ ნიქსონი, რესპუბლიკელი - 1969-1974;
- ჯერალდ ფორდი, რესპუბლიკელი - 1974-1977;
- ჯიმი კარტერი, დემოკრატი - 1977-1981;
- რონალდ რეიგანი, რესპუბლიკელი - 1981-1989;
- ჯორჯ ბუში უფროსი, რესპუბლიკელი - 1989-1993;
- ბილ კლინტონი, დემოკრატი - 1993-2001;
- ჯორჯ ბუში უმცროსი - რესპუბლიკელი - 2001-2009;
- ბარაქ ობამა - დემოკრატი - 2009-2016;
- ?
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები