ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის, Scream-ის მეოთხე ნაწილის გამოსვლიდან 9 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ ახალ ფილმზე უკვე მუშაობენ.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ფილმს გასულ წელს გამოსული ასევე საშინელებათა ჟანრის ფილმის, Ready or Not-ის რეჟისორები, მეთ ბეტინელი და ტაილერ ჯილეტი გადაიღებენ.

ასევე ცნობილია, რომ Scream-ის მეხუთე ნაწილზე კვლავ ამ ფრენჩაიზის წინა ფილმების სცენარისტი, კევინ უილიამსონი იმუშავებს და პროდიუსერთან ერთად მთავარი სცენარისტიც იქნება.

Scream-ის პირველი ნაწილი 1996 წელს გამოვიდა, ჯერჯერობით ბოლო, მეოთხე ნაწილი კი 2011 წელს. ფილმების ეს სერია ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრენჩაიზი იყო საშინელებათა ჟანრში.

ჯერჯერობით უცნობია ახალი ფილმის შესახებ სხვა დეტალები: რიმეიქი იქნება ის თუ ერთგვარი გაგრძელება, თუმცა საშინელებათა ჟანრის მოყვარულები, ალბათ, მაინც მოუთმენლად დაელოდებიან მის გამოსვლას, რათა ამ ლამის კლასიკად აღიარებული სერიის ახალი ნაწილი შეაფასონ.

ფოტო: Giphy