Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში ჩინეთის პრეზიდენტმა ტექნოლოგიურ სექტორს დახმარებისთვის მიმართა.

ჭკვიანი ტექნოლოგიები კორონავირუსის სიმპტომების დასადგენად, სამკურნალოდ და მონიტორინგისთვის გამოიყენება.

რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ რობოტები შექმნა, რომლებიც დეზინფექციას და საბაზისო დიაგნოსტიკას ასრულებენ. ავტომატიზირებული ტექნოლოგიის გამოყენების მიზანი ადამიანური კონტაქტის შემცირებაა.

შენზენში დრონების მეშვეობით მაცხოვრებლების ტემპერატურას ზომავენ და სამედიცინო მასალას აგროვებენ.

ფოტო: Getty Images

ამასთანავე, დიაგნოსტიკისთვის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების დაჩქარებისთვის AI-ც გამოიყენება.

ჩინური კომპანია Alibaba ამტკიცებს, რომ მათ მიერ შემუშავებული AI კორონავირუსის ამოცნობას 96%-იანი სიზუსტით ახერხებს. კომპანიის დამფუძნებელმა კი ვაქცინის განვითარებაში 2 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო.

"Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალმა ტექნოლოგიებმა უზარმაზარი წვლილი, გასაოცარი კრეატიულობის დამსახურებით შეიტანეს", — ამბობს გლობალური კიბერსივრცის მმართველობის წარმომადგენელი ლუ ჩუანინგი.

ელიოტ ზაგმანი, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე ხშირად წერს, ვითარებას სკეპტიკურად უყურებს:

"ვეჭვობ, რომ დრონები, გამწმენდი რობოტები და სხვა საშუალებები უმეტესად პერფორმანსისთვის, დემონსტრატიულად გამოიყენება". მისი თქმით, ჩინეთის სახელმწიფო მედია მუდამ ცდილობს, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური დახვეწილობის პროპაგანდა მოახდინოს.

"ამის მიუხედავად, შედარებით ნაკლებად სანახაობრივი ტექნოლოგიის დამსახურების უგულებელყოფა შეუძლებელია".