თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნები დღეს, 11 მაისს, 10 საათზე დაიწყო და 5 საათზე დასრულდება. არჩევნებში 33 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან საბოლოოდ 14 უნდა აირჩიონ.
საარჩევნო უბნები თსუ-ს 7 ფაკულტეტზე გაიხსნა. სულ 791 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 726 აკადემიური პერსონალია, 65 კი საფაკულტეტო საბჭოს თვითმმართველობის წევრი სტუდენტია.
როგორც საარჩევნო კომისიის თავჯმდომარემ, ირაკლი დვალიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, თითოეულ ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს 2 წევრი უნდა აირჩიონ, შესაბამისად ამომრჩეველსაც ორი წევრის შემოხაზვის საშუალება აქვს.
მისი თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე ფაკულტეტების შესაბამისად შექმნილი 7 ქვეკომისია ხმების დათვლას დაიწყებს, შემაჯამებელ აქტებს გამოსცემს, რის შემდეგაც საბოლოო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოავლენს. დვალიძის განმარტებით, არჩევნები ჩატარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება თუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მიიღებს მასში მონაწილეობას.
დარეჯან თვალთვაძე თსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნებზე ხმის მიცემისას. თსუ, 11 მაისი, 2016
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი
11 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დარეჯან თვალთვაძეც მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ დღეს გამართული არჩევნები აკადემიური საბჭოს არჩევის პირველი ეტაპია, რადგან მოგვიანებით, როდესაც თსუ-ს პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს სენატი დაამტკიცებს, საბჭოს შემადგენლობა კიდევ გაფართოვდება:
"წესდებაში შევა ცვლილება, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შესაძლებელი გახდება აკადემიურ საბჭოში ახალი წევრების არჩევა, დამატებით ფაკულტეტის წარმომადგენლების, ასევე უნივერსიტეტთან შემოერთებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების. აკადემიური საბჭოს გაფართოებული არჩევნების დასრულება 1 ივნისამდე გვაქვს დაგეგმილი, უფრო კონკრეტულად, როდის ჩატარდება, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც წესდებაში ცვლილებები შევა".
თვალთვაძის თქმით, წესდებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად, აკადემიური საბჭოს საბოლოოდ ან 38, ან 45 წევრით დაკომპლექტდება:
"შესაბამისად, კანონის მიხედვით, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს სენატის შემადგენლობაც".
ჩვენს შეკითხვას, როდის აირჩევს უნივერსიტეტი რექტორს, თვალთვაძემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც თსუ-ს აკადემიური საბჭო სრულად დაკომპლექტდება, რადგან რექტორი სწორედ მან უნდა აირჩიოს.
თვალთვაძემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგად გამოვლენილი აკადემიურ საბჭოს ფუნქციონირების ვადა იმ დრომდე ექნება, რა დრომდეც უკვე უფლებამოსილება შეწყვეტილ საბჭოს უნდა შეესრულებინა თავისი ფუნქცია:
"ეს არის, გარკვეული ნაწილისთვის 2 წელი, გარკვეული ნაწილისთვის კი - ოქტომბრამდე".
თსუ-ში მიმდინარე არჩევნებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, განათლების მხარდამჭერთა ასოციაცია ახალგაზრდა ადვოკატები და ინდივიდუალური დამკვირვებლები აკვირდებიან.
თსუ-ს არსებულ აკადემიური საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 16 მაისიდან შეუწყდება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა

კომენტარები