დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001

ინფექციურ საავადმყოფოში 11 ახალი პაციენტია შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თერთმეტივე პაციენტი იტალიიდანაა ჩამოსული.

როგორც ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, ახალ პაციენტებს სერიოზული დარღვევები არ აღენიშნებათ და მათი ანალიზები კორონავირუსზე გაგზავნილია.

"შემოსულია 11 ახალი პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები და ასევე რენდგენოგრაფია. სერიოზული დარღვევები, როგორც რენდგენოგრაფიულად, ასევე სისხლის ლაბორატორიული კვლევით არ აღენიშნათ. დღეს ახალ 11 პაციენტთან ჩატარდება ხახის ნაცხის კვლევა ახალ კორონავირუსზე", — განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ამ დროისათვის ინფექციურ კლინიკაში სულ 25 პაციენტია მოთავსებული.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე კი — 29 თებერვალს.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი კორონავირუსის პრევენციის შესახებ: