ევროპაბეთი — პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელი
ფოტო: ევროპაბეთი
თამაშების შვედური კომპანიის, ბეტსონ ჯგუფის შვილობილის, ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის — responsible.ge-ს პლატფორმა 3 ძირითად მიმართულებას მოიაზრებს:
- პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში;
- პასუხისმგებლობა ბიზნესში;
- პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
ბეტსონის კომერციული დირექტორი, რონ ჰერტვიგი ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი თამაში მათი ბიზნესის საფუძველია.
რაზეა დაფუძნებული ბეტსონის საქმიანობის პოლიტიკა? — ბეტსონის კომერციული დირექტორის, რონ ჰერტვიგის თქმით, პასუხისმგებლიანი თამაში მათი ბიზნესის საფუძველია. ბეტსონში ხვდებოდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი მომხმარებელი სავსებით გაცნობიერებულად ხარჯავდა ფულს აზარტული ტიპის გართობაში და თამაშობდა მხოლოდ სიამოვნებისთვის, მომხმარებლის მცირე ნაწილისთვის ის პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო.
ფოტო: ევროპაბეთი
"ჩვენი პასუხისმგებლობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემაზე რეაგირება მანამ მოვახდინოთ, ვიდრე ის პრობლემად იქცევა, ანუ აქცენტს მთლიანად პრევენციაზე ვაკეთებთ", — აღნიშნავს რონ ჰერტვიგი.
პირველი თანამშრომლის აყვანიდან დღემდე 13 წელი გავიდა. დღეს კი 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს ბეტსონ ჯგუფში იმისთვის, რომ პასუხისმგებლიან თამაშს შეუწყონ ხელი და ფულის გათეთრების წინააღმდეგ იბრძოლონ ყოველდღიურად.
დღეს ბეტსონ ჯგუფი მსოფლიოს ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის — საქართველოში ევროპაბეთის სახით. ათი განსხვავებული ბაზარი ათ განსხვავებულ სათამაშო კულტურას ნიშნავს, თუმცა ბეტსონი არასოდეს ღალატობს თავის პირვანდელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციას. ითამაშო მხოლოდ სიამოვნებისთვის — პრინციპი მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის სათამაშო ბიზნესში ტრიალებს.
"საქართველოს ბაზარი სხვა ბაზრებისგან განსხვავდება. ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და შესაძლოა, არც ისეთი მომწიფებულია, როგორც სხვა ბაზრები. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლიან თამაშზე ზრუნვა ადრეულ ფაზაში უნდა დაიწყოს", - ამბობს რონ ჰერტვიგი.
ფოტო: ევროპაბეთი
მისი განმარტებით, ბეტსონის მთავარი ქვაკუთხედი ამ პრინციპის განხორციელებაში გუნდია, რომელსაც აქვს რეალური მოტივაცია, აკეთონ პასუხისმგებლიანი ბიზნესი.
ცალკე და მასშტაბური საკითხია მარკეტინგიც. ამ მხრივ ნაბიჯები უკვე საქართველოშიც გადაიდგა, მას შემდეგ, რაც დაიწყო გარე რეკლამების ჩამოხსნა. რონ ჰერტვიგის თქმით, ზოგადად, ბეტსონის პოლიტიკაა არააგრესიული მარკეტინგი, ზოგიერთ პლატფორმაზე კი სრულიად რეკლამის სრული შეზღუდვა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციიდან საქართველოში ეს პუნქტი უკვე მთლიანადაა შესრულებული.
"მე ყოველთვის ვამბობ, რომ კომპანიას სჭირდება მდგრადი განვითარება, ანუ მას სჭირდება პროდუქტი, რომელიც კარგია როგორც კომპანიისთვის, ისე — მომხმარებლისთვის. ორივე მხარე მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, თუ მომხმარებელს ექნება საშუალება აკონტროლოს საკუთარი თამაში და არ დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე ამის საშუალება აქვს", — ამბობს ჰერტვიგი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები