5 იშვიათი ბუნებრივი მოვლენა, რომელთა მოსანახულებლად მოგზაურობა ღირს
დედამიწაზე ბევრი ბუნებრივი ფენომენია, რომელიც თვალწარმთაცთან ერთად, იშვიათიც არის. ასეთი მოვლენები მუდამ იპყრობს მეცნიერებისა და ამასთანავე ჩვეული ტურისტების თვალს.
ამ სტატიაში 5 ბუნებრივი მოვლენა შევარჩიეთ, რომლის მონახულებაც ნამდვილად ღირს.
1. იოსემიტის ცეცხლოვანი ჩანჩქერი
შუა თებერვალში შესაბამისი გარემო პირობების არსებობისას იოსემიტის ეროვნულ პარკში "ცხენის ძუის ჩანჩქერის" ნახვა შეგიძლიათ. შესაბამისი განათების პირობებში ელ-კაპიტანის კლდეზე ჩანჩქერი საუცხოოდ გამოიყურება.
წლიწადის ამ დროს მას ხშირად "ცეცხლოვან ჩანჩქერსაც" ეძახიან. ამის მიზეზი განათებაა, რომელიც წყალს ოქროსფერ შეფერილობას აძლევს.
მის სანახავად აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი იკრიბება.
2. ტუკსონის ღამის დედოფალი
წელიწადში 364 დღის მანძილზე ამ გასაოცარ მცენარეს ყვავილები დახურული აქვს, თუმცა წელიწადში ერთხელ, ღამით, ცერეუსი იფურჩქნება და ულამაზისი თეთრი ყვავილი დამკვირვებლებისთვის ხილული ხდება.
ეს ყვავილები ტუკსონის ბოტანიკურ ბაღებში ხარობს, სანახაობრივ ყვავილს კი ღამით იკეთებს. მას მეორენაირად "ღამის დედოფალს" ეძახიან.
მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, რატომ ყვავილობს ეს მცენარე წელიწადში ერთხელ ან რატომ ხდება ეს ფენომენი არაკანონზომიერად (ყვავილობა ხან ივნისშია, ხან ივლისში). მეცნიერება, სავარაუდო მიზეზად ნალექს და მთვარის ციკლებს მოიაზრებენ.
3. კოლომბიას მდინარე ცისარტყელა
ყოველ ზაფხულს კოლომბიის სიერა დე ლა მაკარენას ეროვნულ პარკში, კანო კრისტალესის მდინარე ტრანსფორმაციას განიცდის. ამის მიზეზი წყლის მცენარე, Macarenia Clavigera-აა, რომელიც წყალქვეშ ყვავილობს და მდინარეს უცნაურ შეფერილობას აძლევს.
სანახაობაზე დაკვირვება შეზღუდულია. სალი კლდეების და მიუსვლელობის გამო ეროვნული პარკი მდინარემდე მისვლის უფლებას ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს რთავს.
მდინარის ცისარტყელის შეფერილობა რამდენიმე თვე გრძელდება ხოლმე, თუმცა ის ყველაზე თვალწარმტაცი ოქტომბერშია.
4. სამხრეთ კორეის "სასწაულებრივი" ზღვის გზა
წელიწადში რამდენჯერმე მთვარის ციკლი, დედამიწის მოძრაობა ღერძის გარშემო და ტალღები ერთმანეთს სინქრონულად ეწყობა, რაც სამხრეთ კორეაში, ჯინდოს და მოდოს კუნძულებს შორის წყლის უკუსვლას და ზღვის ფსკერის მოშიშვლებას იწვევს.
ამ დროს ოკეანის ფსკერს წყალი დროებით აღარ ფარავს, რაც ტურისტებს ერთი კუნძულიდან მეორე კუნძულზე გადასვლის საშუალებას აძლევს.
ეს ფენომენი მარტიდან ივნისამდე გრძელდება. აპრილში ამ ბუნებრივი მოვლენის აღსანიშნავად სპეციალური კარნავალი ეწყობა, სადაც ადგილობრივები ტრადიციულ ჰონგჯუ ლიქიორს ამზადებენ.
5. კიბორჩხალების მასობრივი მიგრაცია შობის კუნძულზე
ავსტრალიის "სველი სეზონი" შობის კუნძულზე განსაკუთრებულია. ამ პერიოდში კუნძულზე ათობით მილიონი კიბორჩხალა ტყიდან სანაპიროებისკენ მიემართება. მთელი კუნძულის ქუჩები და ეზოები წითლად იღებება და ასფალტზე კიბორჩხალების სწრაფი ნაბიჯების ხმა ისმის.
ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები მიგრაციის დაწყების სავარაუდო თარიღს წინასწარ აქვეყნებენ, რაც ტურისტებს ამ სანახაობაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.
კომენტარები