კომბოსტოს ჩრჩილი ბოსტნეულისერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებელია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ინსექტიციდისადმი მდგრადობა ახასიათებს. ყოველწლიურად ეს მწერი 5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალს იწვევს.

თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი მალე შეიცვალოს. მკვლევრების საერთაშორისო გუნდმა შექმნეს გენდმოფიცირებული კობოსტოს ჩრჩილი, რომელიც სახეობის პოპულაციას გააკონტროლებს.

Frontiers in Bioengineering and biotechnology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერების მიერ გენმოდიფიცირებული ჩრჩილი განაყოფიერების შემდეგ ისეთ შთამომავლობას ტოვებს, რომელშიც მდედრები ზრდასრულობის მიღწევამდე კვდებიან.

"ჩვენი კვლევა ეყრდნობა მწერების სტერილიზაციის მეთოდს, რომელიც ჯერ კიდევ 1950-იან წლებში განავითარეს", — ამბობს კვლევის თანაავტორი ენთონი შელტონი.

გენომოდიფიცირებული ჩრჩილების ველურ ბუნებაში გაშვებამდე მკვლევრებმა მწერები ფლუროსცენტული საღებავით შეღებეს, რამაც მკვლევრებს ჩრჩილის ველურ ბუნებაში ქცევაზე დაკვირვების საშუალება მისცა.

ნებისმიერი გენმოდიფიცირებული ცხოველის ველურ ბუნებაში გაშვებას მეცნიერები ფრთხილად ეკიდებიან. არსებობს რისკი, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ეკოსისტემაში ადგილს ვერ იპოვის და ამით უფრო მეტ ზარალს მოიტანს.

თუმცა, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს გენეტიკური მოდიფიკაცია ერთი კონკრეტული სახეობისთვისაა სპეციფიკური და ის ეკოსისტემას საფრთხეს არ შეუქმნის.

კომბოსტოს ჩრჩილის პოპულაციის ეფექტიანი კონტროლი ფინანსურად ძალიან მომგებიანია და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის ეს უზარმაზარი შვება იქნება.