ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც დევნილები ცხოვრობენ, 170 მ სიმაღლის შენობის აშენება იგეგმება
ფოტო: ფოტო საპროექტო წინადადებიდან / ურბანული განვითარების სამსახური
თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში, იქ, სადაც დღეს იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. კომპლექსის მშენებლობას შპს დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე გეგმავს. პროექტი თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ბაზაში 2019 წლის 2 დეკემბერს დარეგისტრიდა და განხილვის პროცესშია. კომპლექსის მთავარმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ მერიისგან უკვე ელოდებიან პოზიციის დაფიქსირებას.
მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, საერთო საცხოვრებლის ტიპის შენობებში დღეს დევნილები ცხობროვენ. მშენებელი კომპანია, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ადგილზე მაცხოვრებელ პირებს "ჯანსაღ საცხოვრებელ პირობებს" ჰპირდება.
ტერიტორია, სადაც მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
ფოტო: საპროექტო წინადადება / ურბანული განვითარების სამსახური
ფოტო: საპროექტო წინადადება / ურბანული განვითარების სამსახური
"მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებში ფიქსირებული 53 კერძო პირის გარდა (32 ოჯახი), შენობაში დღეს ცხოვრობენ 30 ისეთი კერძო პირიც (6 იძულებით გადაადგილებული ოჯახი), რომლებსაც არ აქვთ რეგისტრირებული დაკავებული ფართები, თუმცა მათი გამოყვანა დროებითი საცხოვრებლიდან და ბინებით უზრუნველყოფა, ასევე წარმოადგენს განსახორციელებელი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
მერიის სამსახურის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 7 321 მ²-ს შეადგენს. იგი სამი მრავალსართულიანი კოშკისგან შედგება, ხოლო საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი დაახლოებით, 42 050 მ² იქნება. ესკიზის მიხედვით, სამი კოშკიდან ყველაზე მაღალის სიმაღლე 170 მეტრი იქნება, საშუალოსი 126 მ, ხოლო პატარა — 64 მ. არქიტექტორ გიორგი ხმალაძის თქმით, ჯერჯერობით, ესკიზის ეტაპზე, სართულების რაოდენობა დადგენილი არ არის.
პროექტში აღნიშნულია, რომ გამწვანება და სარეკრეაციო ზონა მთელი ტერიტორიის 20 პროცენტი იქნება. საპროექტო დოკუმენტით, სამივე კოშკის გამაერთიანებელი მრავალდონიანი მიწისქვეშა სივრცე კომერციულ და ავტოსადგომებისთვის განკუთვნილ სექტორს დაეთმობა. ამ სივრცის ჯამური ფართობი დაახლოებით 11 559 მ²-ს შეადგენს.
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის მესამედ, 10 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა



კომენტარები