კეპლერის ტელესკოპმა ჩვენს გალაქტიკაში "ვამპირი" ვარსკვლავი აღმოაჩინა
ნასას კეპლერის თანამგზავრი დედამიწის მსგავს, სასიცოცხლო ზონის პლანეტების საძიებლად შეიქმნა, თუმცა ხანდახან მისგან სხვა საინტერესო სიახლეებსაც ვიგებთ ხოლმე.
ეგზოპლანეტების ძიებისას კეპლერმა იშვიათი მოვლენა დააფიქსირა — როგორ ანადგურებს ერთი ვარსკვლავი მეორეს. როგორც ჩანს, კეპლერის აღმოჩენილ ვარსკვლავურ სისტემაში ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო მოძრაობს. მათგან ერთ-ერთი თეთრი ჯუჯაა, რომლის ორბიტაზე ყავისფერი ჯუჯა მოძრაობს.
აღმოჩენა ასტროფიზიკოსი რაიან რიდენ-ჰარპერის გუნდმა გააკეთა. ჰარპერის თქმით, "მსგავს ჯუჯა ვარსკვლავების სისტემებს უკვე ათწლეულებია სწავლობენ, ამიტომ ამ სფეროში რაიმე ახლის აღმოჩენა რთულია".
თეთრი ჯუჯა მზის ზომის მომაკვდავ ვარსკვლავს ჰქვია, ხოლო "ყავისფერ ჯუჯას" უფრო მცირე ზომის მომაკვდავ ვარსკვლავებს ეძახიან. სიტყვა "ჯუჯამ" არ დაგაბნიოთ, რადგან ყავისფერ ჯუჯასაც კი სინამდვილეში დაახლოებით 10-80 იუპიტერის მასა აქვს.
თეთრი ჯუჯა მზის ზომის მომაკვდავ ვარსკვლავს ჰქვია, ხოლო "ყავისფერ ვარსკლავს" მცირე ზომის მომაკვდავ ვარსკვლავების ქვეტიპს ეძახიან. სიტყვა "ჯუჯამ" არ დაგაბნიოთ, რადგან რეალობაში ყავისფერ ჯიჯას დაახლოებით 10-80 იუპიტერის მასა აქვს.
თეთრი ჯუჯა, ზომაში ყავისფერ ჯუჯაზე პატარაა, თუმცა მომაკვდავი ვარსკვლავის "სიმძლავრის" განმსაზღვრელი მაინც მასაა. რაც უფრო პატარა და მკვრივია ვარსკვლავი, მით უფრო დიდი შანსია, რომ მან საკუთარ ორბიტაზე მყოფი ობიექტები "შეისრუტოს".
კეპლერის ტელესკოპმა სწორედ ეს მოვლენა დააფიქსირა — როგორ ისრუტავს თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი ყავისფერ ჯუჯას. როგორც ჩანს, ორი ვარსკვლავი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან (მათ შორის დისტანცია დაახლოებით მთვარის და დედამიწის შორის მანძილის ტოლია).
მეცნიერების ვარაუდით, ამ მოვლენის აღმოჩენა თეთრი ჯუჯის გარშემო გაკეთებული "დისკის" (რომელსაც აკრეციის დისკს უწოდებენ) მეშვეობით გახდა შესაძლებელი. მკვლევარების თქმით, ყავისფერი ჯუჯისგან შესრუტული მატერია თეთრი ჯუჯის გარშემო "ეხვევა," ცხელდება და ვარვარს იწყებს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კეპლერის ტელესკოპიდან მოპოვებული მასალით მსგავს ჯუჯა ვარსკვლავებზე მეტს გავიგებთ.
კომენტარები