ავსტრალიაში "მოსიარულე" ზვიგენების კიდევ 4 სახეობა აღმოაჩინეს
ზვიგენები თავიანთი დიდი კბილებით და გიგანტური სილუეტებით ხშირად საშიშად გამოიყურებიან. ამიტომ ბევრისთვის მოსიარულე ზვიგენი შეიძლება კოშმარივით ჟღერდეს. თუმცა მეცნიერებისთვის "მოსიარულე ზვიგენი" გასაოცარი აღმოჩენა უფროა, ვიდრე სისხლსმოწყურებული მტაცებელი.
საშუალოდ მათი ზომა სიგრძეში 1 მეტრს აღემატება და ისინი საკმაოდ საყვარლადაც გამოიყურებიან. როგორც ჩანს, "მოსიარულე" ზვიგენი საკმაოდ ახალგაზრდა სახეობაა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ აღმოცენდა. ეს შეიძლება დიდი დრო გეგონოთ, მაგრამ ევოლუციური გადმოსახედიდან ეს რეალურად ძალიან მცირე პერიოდია.
"ძველი ზვიგენი", როგორც სახეობა, წყლის სხვა ხერხემლიან ბინადრებს დაახლოებით 400 მილიონი წლის წინ გამოეყო. დღევანდელი ზვიგენები წინაპრებისგან დიდად არ განსხვავდებიან. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მიიჩნევდნენ რომ ამ ჯგუფში შემავალი სახეობები ევოლუციას ძალიან ნელა განიცდიან.
სწრაფი ცვალებადობა სახეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. რაც უფრო მრავალფეროვანია სახეობა და რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს მათი განვითარება, მისი [სახეობის] გადარჩენა უფრო ალბათურია. თუმცა, ზვიგენები ამ გავრცელებულ პრინციპს არღვევენ.
დღეს ზვიგენის ათასზე მეტი სახეობაა და უმეტესობას გადაშენება კიდევ დიდ ხანს არ ემუქრება. ახალი მოსიარული ზვიგენები კი "ნელი ევოლუციის" მითსაც აქარწყლებენ.
მოსიარულე ზვიგენები უნიკალურნი არიან, რადგან ბევრი სხვა საკუთარი ოჯახის წარმომადგენელისგან განსხვავებით, ისინი ღრმა წყლების ნაცვლად, მეჩხერ ადგილებში ბინადრობენ და ფარფლებს ფსკერზე ან მარჯნის რიფებზე გადასაადგილებლად იყენებენ.
"როცა დაბალი ტალღებია, ისინი [მოსიარულე ზვიგენები] რიფის საუკეთესო მტაცებლები ხდებიან", — ამბობს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი ქრისტინ დუდჯონი.
გარდა იმისა, რომ ახლადაღმოჩენილი ზვიგენები ფარფლებს სიარულისთვის იყენებენ, მათ სხვა ზვიგენებისთვის იშვიათი ჩვევაც ახასიათიათებთ.
ბევრი ზვიგენისგან განსხვავებით, ეს კონკრეტული სახეობა კვერცხებს რიფებში დებს. გამოჩეკვის მერე კი ისინი თავიანთ საცხოვრებელთან ახლოს რჩებიან. ამიტომ, საკმაოდ ჰომოგენურებიც არიან. სხვა ზვიგენები დაბადების ადგილს ხშირად დიდი მანძილით შორდებიან.
კომენტარები