კამუფლაჟის ექსპერტების 10 ფოტო — ცხოველები, რომლებიც ბუნებას იდეალურად ერწყმიან
ხანდახან ბუნება დაუნდობელია, განსაკუთრებით იმ ცხოველთათვის რომლებიც ცუდად არიან შეიარაღებულნი. მაგალითად კურდღელს უფრო მეტი მტაცებელი ყავს ვიდრე ლურჯ ვეშაპს. ამიტომ, ევოლუციურად ბევრმა ცხოველმა გადარჩენის საინტერესო ხერხი "მოიფიქრა," — კამუფლაჟი.
ბევრ ცხოველს ისეთი ფორმა და შეფერილობა აქვს, რომ პრაქტიკულად შეუმჩნევლად ერწყმიან გარემოს და შესაბამისად მტაცებლები მათ რთულად ამჩნევენ. უნდა აღინიშნოს, რომ კამუფლაჟს მტაცებლებიც იყენებენ იმისთვის, რომ ჩუმად მიეპარონ მსხვერპლს.
იხილეთ 10 ფოტო, სადაც ცხოველები ისე ერწყმიან გარემოს, რომ ფოტოზე მათი პოვნა გაგიჭირდებათ. ხოლო თუ რომელიმე სურათში იფიქრებთ, რომ ცხოველი საერთოდ არაა, ფოტოს
ამ 10 ფოტოზე ჩანს, როგორ იდეალურად ერწყმიან ეს ცხოველები გარემოს. თუ რომელიმეში ცხოველის დაფიქსირება გაგიჭირდებათ, ფოტოს დააჭირეთ და დაინახავთ თუ სად იმალებიან ისინი.
1. გეკონი
გეკონს შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირს მიეკრას, თუმცა ერთადერთი რამ, რასაც ის ვერ ეკრობა, ტეფალია.
2. ტროპიკული მუხლულო
მუხლუხოს უამრავი მტაცებელი ჰყავს, რომელთაგან დასამალადაც მას კამუფლაჟის საუცხოო უნარი აქვს გამომუშავებული.
3. ზღვის ცხენი
ზღვის ცხენი, მისი ზანტი გადაადგილების უნარის გამო, მტაცებლებისთვის მარტივი სამიზნეა.
4. ქვიშის ობობა
მზიან დღეებში ეს ობობა, პატარა მწერებს ქვიშაში უსაფრდება და მოულოდნელად ესხმის თავს.
5. ჩხირულა
ჩხირულას უამრავი სახეობა არსებობს და ის ანტარქტიდის და პატაგონიის გარდა ყველგან ბინადრობს.
6. ბაყაყი
ბაყაყის ზოგიერთ სახეობას ცოცვაც კარგად გამოსდის.
7. კალია
მსოფლიოში კალიის 11 000 სახეობაა გავრცელებული.
8. თოვლის ლეოპარდი
თოვლის ლეოპარდს საქართველოში ვერ შეხვდებით, თუმცა წინააზიური ლეოპარდი საქართველოში, კერძოდ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაუფიქსირებიათ.
9. კუტკალია
კუტკალიები სოფლის-მეურნეობას დიდ ზიანს აყენებენ.
10. ჩოქელა
იცოდით რომ შეჯვარების შემდეგ მდედრი ჩოქელები ხშირად მამრებს ჭამენ.
კომენტარები