ავსტრალიის დედაქალაქიდან, კანბერადან 112 კილომეტრით სამხრეთით სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ამერიკელი მეხანძრე დაიღუპა.

დაღუპული მეხანძრეები, რომლებიც ჯერ არ ამოუცნიათ, Lockheed C-130 Hercules-ს მართავდნენ, — თვითმფრინავი, რომელსაც 15 000 ლიტრი წყლის გადატანა შეუძლია ავსტრალიის ხანძრებთან საბრძოლველად იყო დაქირავებული.

გარდა აღნიშნული კატასტროფისა, წელს ხანძრის სეზონზე კიდევ 5 მეხანძრე დაიღუპა, 3 მათგანი ახალ სამხრეთ უელსში, ორი კი ვიქტორიას შტატში. ჯამში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვმა ახლა უკვე 32-ს მიაღწია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გამო გამო ავსტრალიის დასახმარებლად მეხანძრეები სხვადასხვა ქვეყანამ გაგზავნა, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს ორი ქვეყანა ხანძრებთან ბრძოლის კუთხით ერთმანეთთან უკვე ორ ათწლეულზე მეტია თანამშრომლობს.

შესაბამისი სამსახურები კატასტროფის მიზეზის დადგენას ცდილობენ.