ჩემი ნაშრომი არ არის პლაგიატი, გავრცელებული ინფორმაცია თსუ-ის დისკრედიტაციის მცდელობაა — რექტორი
თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, მისი სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატი არ არის. ის ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მისი ნაშრომის 34%-ში პლაგიატი დგინდება არც კი უნახავს, თუმცა თავად სხვადასხვა პლატფორმებზე გადაამოწმა და პლაგიატი არ დადასტურდა.
"გავატარებინეთ Turnitin და დამთხვევა ამ დოკუმენტში დაფიქსირდა 8%. არსებობს კიდევ ერთი სისტემა Urkund, გავატარებინეთ და მივიღეთ პასუხი, რომ აქ არ დაფიქსირდა პლაგიატი და არც მნიშვნელოვანი დამთხვევა, 0% წერია", — განაცხადა მან.
შერვაშიძემ განმარტა, რომ დისერტაციაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის შემუშავებაზეც მუშაობდა ექსპერტთა ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით.
"სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება არის საჯარო დოკუმენტი. მე რომც არ ვყოფილიყავი ამ ჯგუფის წევრი და ხელმძღვანელი, ან სხვას გამოეყენებინა დადგენილება, არც ამ შემთხვევაში იქნებოდა პლაგიატი, რადგან საავტორო უფლებები არ ვრცელდება ასეთი სახის დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებზე", — აღნიშნა მან.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა, რადგან ბოლო პერიოდში თსუ უფრო წარმატებული გახდა.
"უნივერსიტეტის განვითარების ქვაკუთხედი არის მისი რეპუტაცია. როცა უნივერსიტეტის რექტორს უტევ, ეს არ არის პერსონალური შეტევა. ესაა შეტევა უნივერსიტეტზე... მე ცოტა სხვა შეხედულების ვარ კოლეგიალობაზე, ამიტომ არ შევალ იმის გარჩევაში ვინმეს აქვს თუ არა პირადი მოტივები", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
შარვაშიძერ მოუწოდებს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრება დაზარალდა, რომსასამართლოში უჩივლონ, სადაც მისი თქმით, სიმართლეს დაამტკიცებს.
თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ მასალა 2019 წელს რადიო თავისუფლებამ და სტუდია მონიტორმა მოამზადა. 2020 წლის 21 იანვარს ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილიაუნის საბჭომ პლაგიატი დაადგინა, რაც შარვაშიძის ნაშრომის 34% იყო.
შარვაშიძე პლაგიატს 2019 წელსაც უარყოფდა. მაშინ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელადაა გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტის წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში დავობს.
თსუ-ში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა რექტორმა სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა წყაროების მითითების სხვა სტანდარტი არსებობდა და არ აპირებენ ამ საკითხით ხელახლა დაინტერესდნენ. ამას გარდა, უნივერსიტეტში აცხადებენ, დისერტაციის ავტორი ტექსტში მადლობას უხდის იმ ჯგუფს, ვინც ტექსტის სადავო ნაწილზე იმუშავა.
"ის 8% რა თანხვედრასაც აჩვენებდა პროგრამა არანაირად არ შეიძლებოდა მიგვეჩნია პლაგიატად. აქ იყო მოხმობილი ტექსტი საკანონმდებლო დადგენილებიდან და ამავე დროს, ტექსტშივე იყო რომ ეს დადგენილებაა და იყო დასახელებული ავტორები, რომლებმაც იმუშავეს, რომ პარლამენტს ეს დადგენილება მიეღო და ის ინსტიტუციებიც კი, მთელი ჩამონათვალი. მეტიც, მადლობაც კი არის მიძღვნილი ამ ჯგუფისადმი, ვინც ამაზე იმუშავა, მართალია ეს შემდეგ ბიბლიოგრაფიაში არ იყო ასახული, მაგრამ ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო", — განმარტავენ თსუ-ში.
უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ტექსტზე სხვადასხვა პლაგიატის მაჩვენებელი დადგინდეს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები