ადამიანის გარემოზე ზემოქმედება "რამდენიმე მილიონ წელს ითვლის"
ადამიანების ზემოქმედება ბუნებაზე იმაზე ადრე იწყება, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. მილიონობით წლის წინ მცხოვრები ადამიანის წინაპრები, შესაძლოა, სხვადასხვა სახეობის გადაშენებას ხელს უწყობდნენ.
სახეობათა გადაშენების მაჩვენებელმა ზრდა დაახლოებით ოთხი მილიონი წლის წინ დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც უძველესი ადამიანების პოპულაცია აღმოსავლეთ აფრიკაში ბინადრობდა.
"ადამიანებს ბუნებაზე და სახეობებზე ნეგატიურად გავლენა გვაქვს. თუმცა გარემოსთან სრულ ჰარმონიაში არც წარსულში გვიცხოვრია. ჩვენ წარმატებულად ვახერხებთ პლანეტის რესურსების მონოპოლიზირებას, როგორც ჩანს, ამ თვისებით ჩვენი წინაპრებიც გამოირჩეოდნენ", — აღნიშნა გოთენბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა სორენ ფორბმა.
მკვლევრები დიდი და პატარა ცხოველის მჭამელთა გადაშენების მაჩვენებელს აკვირდებოდნენ, ისევე როგორც მის კავშირს გარემოს ცვლილებეთან. ისინი ასევე უძველესი ადამიანების ტვინის ზომის ცვლილებესაც იკვლევდნენ.
აღმოჩნდა, რომ დიდი ზომის ხორცისმჭამელთა გადაშენების მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებულია ადამიანთა წინაპრების ტვინის ზომის ზრდასთან, თუმცა არა ტემპერატურის ან სხვა გარემოპირობების ცვლილებებთან.
მეცნიერების განმარტებით, აღმოსავლეთ აფრიკაში გადაშენებულ ცხოველები საკვების მოპოვებისთვის ჩვენს წინაპრებს კონკურენციას უწევდნენ. ისინი ხმალკბილა ვეფხვის ნანადირევს იპარავდნენ და მათ საკვების გარეშე ტოვებდნენ.
"შედეგებმა აჩვენა, რომ ძირითადი ანთროპოგენული გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე იმაზე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით", — აღნიშნულია ჟურნალ Ecology Letters-ის მოხსენებაში.
"აქამდე გვეგონა, რომ ჩვენი წინაპრები ბუნებაზე ნაკლებად ზემოქმედებდნენ, რაც არასწორია", — განაცხადა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების მკვლევარმა ალექსანდრე ანთონელმა.
გასულ წელს გაკეთებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მილიონზე მეტი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა. ქალექების ზრდამ და ტყეების ჩეხვამ დაახლოებით მიწის სამ მეოთხედს სახე მნიშვნელოვნად უცვალა.
კომენტარები