ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებისთვის ბრალი წარუდგინეს
ჰოლივუდის ყოფილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრალი წარუდგინა.
ლოს-ანჯელესში გამოძიება 2013 წლის ინციდენტზე გრძელდება, რომელშიც ორი მსხვერპლი ქალი ფიგურირებს. შესაძლო დანაშაული ვაინშტაინმა 2-დღიან მონაკვეთში ჩაიდინა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ გავლენიან პროდიუსერს 28-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბრალის წარდგენის დღეს ვაინშტაინი ნიუ-იორკში, გაუპატიურებისა და ძალადობის სხვა საქმეებზე გამართულ სასამართლოზე გამოჩნდა. ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ყველა ურთიერთობა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა. თუმცა დასძენს, რომ "უამრავ ადამიანს ტკივილი მოუტანა".
"გვჯერა მტკიცებულებები დაგარწმუნებთ, რომ ბრალდებულმა ძალაუფლება და გავლენა გამოიყენა მსხვერპლებზე ზემოქმედებისთვის და შემდეგ, მათ წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა", — განაცხადა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ჯეკი ლეისიმ ლოს-ანჯელესის სასამართლოზე.
მან ასევე ის ქალები შეაქო, რომლებსაც მისი სიტყვებით გამბედაობა და სიმამაცე ეყოთ საკუთარი გამოცდილების მოსაყოლად:
"იმედი მაქვს, რომ სექსუალური ძალადობის ყველა მსხვერპლი იპოვის ძალას და განკურნებას, მას შემდეგ რაც ამაზე განაცხადებენ".
ლოს-ანჯელესის პროკურატურის მიხედვით, ვაინშტაინმა 2013 წლის 18 თებერვალს ქალის სასტუმრო ოთახში ძალის გამოყენებით შეაღწია და შემდეგ ის გააუპატიურა, მომდევნო დღეს კი ბევერლი ჰილზის სასტუმროში სხვა ქალზე იძალადა. პროკურატურა გირაოს სახით 5 მილიონი დოლარის დაწესებას ითხოვს.
ამ საქმეებზე ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები მოიცავს ძალის გამოყენებით გაუპატიურებას, ძალის გამოყენებით ორალურ სქესობრივ აქტს, სექსუალური ხასიათის იძულებით ქმედებებსა და ძალის გამოყენებით პენეტრაციას.
ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, ძალადობასა და მათ შორის გაუპატიურებაში 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა. პირველად ვაინშტაინი საჯაროდ The New York Times-ის 2017 წლის სტატიის საშუალებით ხუთმა ქალმა ამხილა, რასაც ძალადობის წინააღმდეგ დაუგეგმავი კამპანიები, #MeToo და Times Up მოჰყვა.
ვაინშტაინის საქმეებს ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის გარდა, ლონდონის პოლიციაც იძიებს. ხუთი სხვადასხვა ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ვაინშტაინმა შეიძლება ციხეში მთელი ცხოვრება გაატაროს.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები