ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევისას ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს
ფოტო: AFP/GETTY
ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევისას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. BBC-ის ცნობით, საჰაერო დარტყმისას გენერალი სოლეიმანი მანქანით მიჰყავდათ სამხედროებს აეროპორტის ტერიტორიაზე.
ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარზე თქვა, რომ "სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას". მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
გენერალი სოლეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელბიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელი.
პენტაგონის წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ჩატარებული ოპერაცია:
"პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, აშშ-ს ჯარი გადამწყვეტ, თავდაცვით მოქმედებაზე გადავიდა ამერიკელების დასაცავად. ეს შეტევა ირანის სამომავლო თავდასხმის შეჩერებას ისახავდა მიზნად. შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს ყველა საჭირო ზომის მიღებას რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და ქვეყნის ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში".
დონალდ ტრამპმა მომხდარის შემდეგ ტვიტერზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფოტო გამოაქვეყნა. ამასთან, თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასმა გლობალურად 4 პროცენტით იმატა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პონპეო ტვიტერზე აქვეყნებს ვიდეოს წარწერით:
"ერაყელები ქუჩაში ზეიმობენ თავისუფლებას, მადლიერები არიან, რადგან გენერალი სოლეიმანი აღარ არის".
დრონით შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ბაღდადში, აშშ-ს საელჩოს დაესხნენ თავს. პენტაგონის ცნობით, გენერალი სულეომანი იყო ამაზე პასუხისმგებელი.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები