გაიცანით ბიზნეს დაჯილდოების 3 ფინალისტი კატეგორიაში: საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
თიბისის მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება ფინალურ ეტაპზე გადავიდა და გამარჯვებულების გამოვლენამდე ცოტა დრო რჩება.
წელს გამარჯვებული კომპანიები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან.
- საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის;
- თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის;
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის;
- საუკეთესო ინოვაციებისთვის;
- საუკეთესო სტარტაპისთვის.
ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს. დღეს კი საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების კატეგორიის ფინალისტებს გაგაცნობთ, რომელთაც 2019 წელს წარმატებას მიაღწიეს ან საკუთარი პროდუქტი კიდევ უფრო გააუმჯობესეს.
ვინ აფასებს მონაწილეებს?
აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე საიდუმლოდ რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე ცნობილია. ჟიურის წევრები არიან არა მხოლოდ დარგის ექსპერტები, არამედ წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროში.
საუკეთესო პროდუქტის / მომსახურების კატეგორიის ჟიური ასე გამოიყურება
ჟიურის წევრები: ნინო ზამბახიძე, ვატო ქავთარაძე, სანდრო რაქვიაშვილი, აკო ახალაია, თეკუნა გაჩეჩილაძე
სამოსელი პირველი
სამოსელი პირველი უკვე წლებია, ტრადიციულ ქართულ სამოსს შეისწავლის და ქმნის. კომპანია ცდილობს, მივიწყებული სამოსი თანამედროვე ტენდენციებს მოარგოს და ამით მას ახალი სიცოცხლე მიანიჭოს. სამოსელი პირველის სამკერვალოში მზადდება მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სამოსი, აქსესუარები, ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, ნაქარგობა და ა.შ.
"თავიდან მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ვაკვირდებოდით და საცავეებში შევდიოდით გამოკვლევის მიზნით. ასევე, სოფელ-სოფელ დავდიოდით, მაგალითად ხევსურეთში და სვანეთში, სადაც ოჯახებში შემონახულ სამოსებს ვნახულობდით და მათ განახლებას ვცდილობდით", - ამბობს ანა ნინუა, სამოსელი პირველის დირექტორი.
2010 წელს სამოსელი პირველის მაღაზიაც გაიხსნა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებისთვის ტრადიციული ქართული სამოსის შეძენა ან ქირაობა. კომპანიაში ინდივიდუალურ შეკვეთებზეც მუშაობენ და ისეთი სამოსიც შეუკერავთ, რომელსაც ისტორიაში ვერ ნახავთ, თუმცა ყოველი სამოსი ან აქსესუარი მაინც ინარჩუნებს კავშირს ქართულ ისტორიასთან.
ალაზნის თავი
ალაზნის თავი გუდის ყველის მწარმოებელი კომპანიაა. საწარმო ევროკავშირის გრანტით აშენდა და ცხვრის, ძროხის, შერეულსა და ჩოგის (მდნარი გუდის ყველი) ყველს აწარმოებს. თუშეთში დამზადებული ყველი არა მარტო საქართველოში, არამედ დუბაიში, რუსეთსა და აშშ-ში იყიდება. ალაზნის თავი ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც გუდის ყველს თანამედროვე სტანდარტებით არა ცელოფანში, არამედ გუდაში ამზადებს.
"საუკუნეების მანძილზე თუშები გუდაში ამზადებდნენ ყველს, თუმცა ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ეს ტრადიცია მიივიწყეს. ჩვენ მოვიძიეთ გუდის მკეთებელი და დავიწყეთ გუდის ყველის ტრადიციულად წარმოება. ყველი გუდაში უკეთეს არომატს იძენს, ის ინარჩუნებს ტემპერატურას, მასზე მარილი თანაბრად ნაწილდება და ნაკლებად ზიანდება ტრანსპორტირებისას", - ამბობს დავით მუმლაძე, საწარმოს დამფუძნებელი.
ამ მეთოდით დამზადებულმა გუდის ყველმა 2017 წელს იტალიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო გამოფენაზე, 1000-ზე მეტი წარმოდგენილი ყველიდან საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან საწარმომ მიიღო აღიარების სერთიფიკატი და ხარისხის ნიშანი - "დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა".
ალაზნის თავი აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. კომპანიაში დასაქმებულები არიან სტუდენტები, სარქლები (რძის ამომყვანი პერსონალი) და მწყემსები. ისინი მეტეოროლოგიას, ცხვრის მოწველას, ცხენზე ჯირითს, ფარასთან ურთიერთობას და თუშეთის თავისებურებებს სწავლობენ. კომპანიის აზრით, კარგი ყველის დასამზადებლად მისი წარმოების ყველა ეტაპზე არის ჩართულობა საჭირო.
სოფლიდან.ჯი (soplidan.ge)
სოფლიდან.ჯი (soplidan.ge) ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს 250-ზე მეტი დასახელების სოფლის მეურნეობის პროდუქტს სთავაზობს. კომპანია ხარისხიანი პროდუქტებით დაინტერესებულ მომხმარებლებს მწარმოებელ ფერმერებთან აკავშირებს.
პროდუქტის ხარისხი მოწმდება საიტზე მოხვედრამდე, შემდეგ ხდება მისი დასაწყობება და გაყიდვის შემთხვევაში - მიწოდებაც. ზოგიერთი პროდუქტი ფერმერებს თვითონ ჩამოაქვთ სოფლიდან, ხოლო ზოგიერთი პროდუქტისთვის ბიზნესის წარმომადგენლები ჩადიან სოფლებში (მაგალითად, ასე ხვდება საიტზე სვანური კარტოფილი, ერბო, ბადაგი, ჩურჩხელა და სხვა). საიტზე ნახავთ ინფორმაციას გამყიდველის შესახებ, შესაბამისი პროდუქტის წარმოების ისტორიასა და ფოტოებს, რაც პროდუქტთან შეხების დეფიციტს შეძლებისდაგვარად ამცირებს.
"ჩვენთან თანამშრომლობის დროს მომწოდებელი ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის პირობა და წესი, რასაც ხარისხის შესანარჩუნებლად მისგან ვითხოვთ (გამოყენების ვადები, ეტიკეტირება, ხარისხი, მიწოდების პირობები)", - ამბობს ნათია ნანიკელაშვილი, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
სოფლიდან.ჯი მალე ჯემების, მურაბებისა და აჯიკის წარმოებას დაიწყებს, პროდუქტის შეკვეთა კი, პირდაპირ სმარტფონებიდან, აპლიკაციის მეშვეობით კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება.
ბიზნეს დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს. მისი მიზანია ბიზნესის პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ხარისხიან ქართულ პროდუქტებს ქმნიან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები