ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ჟიურის ვინაობა უკვე ცნობილია
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება თიბისის ორგანიზებით წელს მეოთხედ გაიმართება.
არსებობის მანძილზე დაჯილდოების პლატფორმამ 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელ საქართველოს გაუზიარეს. ბიზნესდაჯილდოება წლიდან წლამდე ვითარდება და კიდევ უფრო ერგება ბიზნესის საჭიროებებს.
აი, ის სიახლეები, რომლებსაც წელს ბიზნესდაჯილდოება გვთავაზობს:
ნომინაციები
წელს გამარჯვებული კომპანიები მიიღებენ ჯილდოებს შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის;
- თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის;
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის;
- საუკეთესო ინოვაციებისთვის;
- საუკეთესო სტარტაპისთვის.
ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს. კრიტერიუმები კი თითოეული ნომინაციისთვის განსხვავებულია. საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნის ნომინაციაში - ზრდის პოტენციალს ექცევა დიდი ყურადღება, თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვის ნომინაციაში კი - სამოტივაციო სისტემას, ორგანიზაციულ კულტურასა და ბენეფიტებს.
ბიზნესდაჯილდოებას წელს კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია დაემატა, რომელშიც განაცხადის შეტანა აუცილებელი არაა. ჟიურის გრან-პრი იმ ბიზნესს გადაეცემა, რომელმაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.
კრიტერიუმებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
ჟიური
სიახლეა ჟიურის მხრივაც, თუ აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე საიდუმლოდ რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე ცნობილია. ჟიურის წევრები არა მხოლოდ დარგის ექსპერტები, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები არიან.
ნინო ზამბახიძე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა და წელს საუკეთესო პროდუქტის ნომინაციას შეაფასებს. ჟიურის წევრობის შემოთავაზება მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მზადაა, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს: "ყველაზე მეტად ყურადღებას მივაქცევ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ინოვაციას, ბიზნესის ხედვას და კორპორატიულ პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, წელს საინტერესო კომპანიებს ვნახავთ აგრობიზნესშიც, რადგან ამ სფეროთი უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ზოგადად, ბიზნესდაჯილდოება რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი: ერთი, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მეწარმეები საკუთარ საქმეს, მეორე - იქმნება წარმატების პრეცენდენტები და მესამე - ბიზნესის დაფასება და წახალისება ყველაზე მეტად უწყობს ხელს ჯანსაღ ბიზნესგარემოს".
ნომინაცია: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
ჟიურის წევრები: ნინო ზამბახიძე, ვატო ქავთარაძე, სანდრო რაქვიაშვილი, აკო ახალაია, თეკუნა გაჩეჩილაძე
ნომინაცია: თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის
რუსლან ხოროშვილი, ნინო ოხანაშვილი, მამუკა შურღაია, გიორგი ქადაგიძე, ლექსო ხუბულავა
ნომინაცია: გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ქეთი ებანოიძე, თეა გიგიბერია, ნანა ჯანაშია, ვანო ლექვთაძე
ნომინაცია: საუკეთესო ინოვაციებისთვის
სანდრო ასათიანი, ანდრო დგებუაძე, ბუბა ლეჟავა, ლაშა გოგუა, გიორგი ისაკაძე
ნომინაცია: საუკეთესო სტარტაპისთვის
ვახო ვახტანგიშვილი, მერი გიორგობიანი, ვალერი ჩეხერია, ლევან კილაძემ ზაალ გაჩეჩილაძე
რას მიიღებენ გამარჯვებულები?
დაჯილდოების პრიზები წელს უცვლელია.
პროექტში გამარჯვებული მონაწილე კომპანიის ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე სამი ჯილდოდან ერთ-ერთს აირჩევს:
- ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ გვერდი
- ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია
- პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა)
პროექტის ეტაპები
ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია 18 სექტემბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფინალისტები ნოემბრის შუა რიცხვებში გამოვლინდებიან. ფინალური ღონისძიების ჩატარება კი დეკემბერში იგეგმება. ზუსტი თარიღები, პროექტის მიმდინარეობის დროს businessaward.ge-ზე გამოქვეყნდება.
როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაციას სულ რაღაც 5 წუთი სჭირდება და ამისთვის Businessaward.ge-ზე მარტივი ფორმა უნდა შეავსო. სანამ დარეგისტრირდებოდე, თვალი გადაავლე რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს.
და ბოლოს,
On.ge უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესდაჯილდოების მედიამხარდამჭერია. შესაბამისად, ყველა სიახლეს ჩვენთან შეგიძლია ადევნო თვალი.
კომენტარები