ილიაუნი სკოლების გამოფენაზე წარდგება
ფოტო: ილიაუნი
6-7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება სკოლების გამოფენაზე ექსპო ჯორჯიაში. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ილიაუნის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებში და საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას, მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები, აქტიური მონაწილეები კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში შემდეგი მიმართულებებით:
გეოლოგია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემენ 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდნენ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; რეალურ მაგალითზე გაეცნონ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს.
ინსტიტუტს წარმოდგენილი ექნება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა კვლევის შედეგები. 3D ტექნოლოგიების გამოყენებით დამთვალიერებელი ნახავს რეგიონისა და მსოფლიო მიწისძვრების განაწილებას დედამიწის სიღრმეში. ასევე ილიაუნის გეოდეზიური ქსელის კვლევის შედეგებს – საქართველოში დედამიწის ქერქის გადაადგილების სიჩქარეს. სტუმრები გაეცნობიან სეისმური და გეოდეზიური აპარატურის მუშაობის პრინციპებს და თავადვე ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში.
წარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში.
სპეციალური ვიდეორგოლის საშუალებით ნახავენ წყალმოვარდნის მოდელირებას და დატბორვის არეალის განსაზღვრას თბილისის მაგალითზე.
არქეოლოგია
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები მონაწილეებს ჩართავენ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად იმუშაონ, როგორც არქეოლოგებმა, და დაამუშაონ "აღმოჩენილი" ნივთები. ასევე მოეწყობა სხვადასხვა თამაში ნივთების აღმოჩენაზე.
კომპიუტერული ინჟინერია
ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ, ეთამაშონ მინიბოტს, რომელსაც ესმის ფერების ენა; დააპროგრამონ ვარსკვლავური ომების დროიდი; გაერკვნენ მიკროკონტროლერის მუშაობაში და შექმნან ფსევდოთერემინი; დაახატინონ სათამაშო ბოტი; ერთმანეთს შეაჯიბრონ სენსორებიანი მანქანები.
ილიაუნის პლანეტარიუმი
პლანეტარიუმში მოისმენთ ვიდეოლექციას — მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენი სამყაროს შესახებ.
გაეცნობით
მზის სისტემის ობიექტების ბუნებას:
- პლანეტებს, ასტეროიდებს, კომეტებსა და მზეს;
- დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებასა და ევოლუციის გზას, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობას;
- გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ;
- გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას;
- პლანეტარიუმში გაიგებთ მეტს სამყაროს წარმოშობის შესახებაც.
ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი
ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების კლუბში გაერთიანებული სკოლები დამთვალიერებლებს შესთავაზებენ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს წყლის სისუფთავეზე, ფიზიკის კანონზომიერებებზე, სინათლის გარდატეხასა და სპექტრის დაშლაზე, ფოტოსინთეზისა და გლობალური დათბობის პროცესში მის გავლენაზე, ასევე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით სხვადასხვა სახალისო და სანახაობრივად მიმზიდველ ექსპერიმენტს. სტუმრები შეძლებენ გაეცნონ ბუნების საოცარ სამყაროს და თავად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობასა თუ ექსპერიმენტში.
ილიაუნის სტენდი
ილიაუნის სტენდზე საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ, მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით.
FAB LAB ILIAUNI-ის წარმომადგენლები გამოფენის მონაწილეებს დაეხმარებიან, 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე ობიექტები დაასკანერონ. სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნიმუშიც.
ილიაუნის GAME LAB-ისა და VR LAB-ის წარმომადგენლები კი სტუმრებს უახლესი ოკულუსებით დაათვალიერებინებენ ვირტუალური რეალობის აპლიკაციებს.
ზემოჩამოთვლილ ღონისძიებათა აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სამახსოვრო საჩუქრები.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები