10 წელი - ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი გოგოებისთვის
ფოტო: UNFPA
ათი წელი გოგოებისთვის მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ისინი სწორედ ამ დროს შედიან გარდატეხის პერიოდში. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გოგოების ნაწილი ამ ასაკში სათანადოდ ვითარდება, იძენს მნიშვნელოვან უნარებს და იფართოებს თვალსაწიერს, რაშიც მათ ოჯახში და თემში არსებული ხელშემწყობი გარემო ეხმარება. ეს კი საშუალებას აძლევს გოგოებს თავად გააკეთონ არჩევანი და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. თუმცა ამავდროულად, იმავე რეგიონში, მრავალ სხვა გოგოს, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ნორმის, დისკრიმინაციული კანონებისა და მავნე პრაქტიკის გავლენით, განვითარებისა და წინსვლის საშუალება არ ეძლევა.
“ჩვენს რეგიონში, ათი წლის გოგო ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე დგას,“ ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონული დირექტორი ალანა არმიტაჟი, „ის, თუ რომელ გზას აირჩევს იგი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვისაც. რადგან ჩვენ ყველანი ვიმარჯვებთ მაშინ, როცა გოგოს - ასობით გოგოს, გოგოების მთელ თაობას - შეუძლია თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენა: ამით ადამიანური კაპიტალი ძლიერდება, ეკონომიკა იზრდება და ქვეყნის სიმდიდრე მატულობს“.
„ადრეული ქორწინება, მოზარდობის ასაკში ორსულობა და გენდერული უთანასწორობის სხვა ღრმად ფესვგადგმული გამოვლინებები საფრთხეს უქმნის გოგოების ჯანმრთელობას და უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს განვითარების ამბიციურ დღის წესრიგს“, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 20 ოქტომბერს გავრცელებულ 2016 წლის ანგარიშში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში გოგოები კარგ ზოგად განათლებას იღებენ და შემდგომში, უმაღლესი განათლების კუთხით, უპირატესობასაც კი ფლობენ ბიჭებთან და ახალგაზრდა კაცებთან შედარებით, მაგრამ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა ხელს უშლის ბევრ მათგანს სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და ხელი შეუწყოს თავისი თემისა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ან ბავშვთა ქორწინება არაკანონიერია, ის მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა რეგიონში, რის გამოც გოგოებს ხშირად უწევთ სკოლის მიტოვება.
დასავლეთ ევროპასთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოზარდი გოგოების ორსულობის ალბათობა სამჯერ უფრო მეტია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და მათ მომავალზე. ახალგაზრდა დედებს უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, რადგან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია და ტრადიციული გენდერული როლები აიძულებს ქალებს უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ განვითარების ახალი დღის წესრიგი, რომელსაც 2015 წელს მსოფლიო ლიდერებმა დაუჭირეს მხარი, წარმოადგენს სოციალური და ეკონომიკური წინსვლის გეგმას, რომლითაც ქვეყნებმა 15 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელონ. თანასწორი განვითარება, რაც ჩამორჩენის საფრთხეს ყველას ააცილებს, მისი მთავარი ქვაკუთხედია. იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომელიც 10 წლის გოგოებს წინსვლასა და განვითარებაში უშლით ხელს, ამ დღის წესრიგის წარმატების შანსს გაზრდის.
ამ მხრივ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დაგროვდა ეფექტური პოლიტიკის გატარების გამოცდილება, რაც მთავრობებმა შეიძლება გაითვალისწინონ და განახორციელონ; მათ შორისაა აკრძალვის გამკაცრება ისეთ საზიანო პრაქტიკაზე, როგორიცაა ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ტრენინგებისა და მოზარდებისთვის ასაკზე მორგებული განათლების მიწოდება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, ტრადიციული გენდერული როლებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, გენდერულად მგრძნობიარე შრომის პოლიტიკის ამოქმედება და სხვა.
დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევაა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მეტ გოგოს, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბებსა და დაუცველებს, მისწვდეს განვითარების ტალღა.
ძირითადი ფაქტები და ციფრები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან:
- ამ რეგიონში, 10 წლის გოგოების უმეტესობა სკოლაში დადის, (თუმცა არ შეიძლება ეს მონაცემი ყველა ჯგუფზე განზოგადდეს. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ბოშა ახალგაზრდების 30 პროცენტზე მეტი დაწყებითი განათლების გარეშე რჩება.)
- ბავშვთა ქორწინება ხშირია რეგიონის გარკვეულ ნაწილებში, მათ შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მაგრამ პრაქტიკის უკანონობის გამო, ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე სანდო მონაცემი არსებობს.
- მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი მცირდება, თინეიჯერთა ორსულობა მაინც სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში (ცალკეულ ქვეყნებში კი - ექვსჯერ უფრო ხშირია).
- ზოგიერთ ქვეყანაში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო, ბევრად უფრო ნაკლები გოგო იბადება, ვიდრე ბიჭი. რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის დისბალანსის კუთხით.
- რეგიონის ყველა ქვეყანაში მამაკაცებზე ბევრად უფრო ნაკლები ქალი არის ჩართული შრომით საქმიანობაში.
- მოზარდი გოგოები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ჰუმანიტარული კრიზისის დროს, თუმცა მათი საჭიროებები და დაუცველობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
რამდენიმე ფაქტი საქართველოდან:
- გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45 პროცენტისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგოს ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელი 2008-2012 წლებში 111.8 აღწევდა (ბიოლოგიური ნორმა: 105-106);
- არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14 პროცენტი 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგოებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.
ფოტო: UNFPA
10 წლის გოგოების განვითარებაში ინვესტირებას მაღალი დემოგრაფიული დივიდენდი მოაქვს და ეროვნულ ეკონომიკას აძლიერებს.
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

კომენტარები