ვაშინგტონში ღარიბაშვილს პასუხობენ: არსებობს შეშფოთება და კითხვები
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ კვირაში შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებასაც შეეხო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან ამერიკელ კოლეგებს "ვითარება აუხსნა". თუმცა, მიმომხილველები ამერიკის დედაქალაქში, ხაზს უსვამენ, რომ ისინი თბილისში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულები არიან.
"გეტყვით, რომ გუშინ გულწრფელად ავუხსენი [ამერიკელებს] ეს ვითარება [პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება]. ხანდახან პროცესები არ ჩანს და არ აღიქმება სწორად, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან. ექსპერტები ახსენეთ თქვენ, მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი და ავუხსენი ეს მდგომარეობა. აბსოლუტურად გასაგებია", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე.
ღარიბაშვილის კომენტარი ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიასაც შეეხებოდა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ექპერტები და რეგიონის მვკლევარები ესწრებოდნენ. "პრობლემები ყველგან არის. იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, ყველა ქვეყანაშია პრობლემები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის უნდა შევადაროთ, რა იყო და რა გვაქვს", — განაცხადა ირაკლი ღაბიშვილმა.
ღარიბაშვილის შეფასების პასუხად, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, რომელიც ამავე შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დასავლეთში შეშფოთებას იწვევს.
"დასავლეთში არსებობს შეშფოთება, [საქართველოს] დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ — დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო 20-21 ივნისს, მათ შორის — რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობაზე და წყლის ჭავლის გამოყენებაზე. ეს არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ადამიანები დასავლეთში მოელიან საქართველოსგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამ ეტაპს გასცდა.
დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება. ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო არის დემოკრატიულ გზაზე, თუმცა ისინი განიხილავენ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკუსვლას. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, თუ როგორი ფართოა ეს სიცარიელე ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის", — განაცხადა კორტნიმ.
ამერიკის ხმასთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ, საუბრობს ასევე ლუკ კოფი, ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი, რომელიც ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები დასავლეთში საქართველოს მთავრობის სანდოობაზე აჩენს კითხვებს და სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკუთარი სურვილის გამოხატვა მხოლოდ ქუჩაში გასვლით შეუძლია და არა ინსტიტუტების მეშვეობით. ის ასევე პასუხობს ღარიბაშვილის კომენტარს იმ პარალელებთან დაკავშირებით, რომელიც ღარიბაშვილმა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს და საქართველოს გამოწვევებს შორის გაავლო.
"შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს უფრო ძლიერი ინსტიტუტები აქვთ და ეს არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ [პროპორციული არჩევნების ჩატარების] დაპირების უკან წაღებას. ახლა ამის დრო არაა. თუ საქართველოს უნდა, რომ დასავლეთში პოზიტიურად აღიქვამდნენ, ამისთვის მოდელად უნდა დარჩეს, განსაკუთრებით იმიტომ რომ დასავლეთის ყურადღება გაფანტულია. თუ საქართველო ამ გზიდან გადაუხვევს, რთული იქნება საქართველოს მეგობრებისთვის, საქართველოზე ვაშინგტონის და ბრიუსელის ყურადღების ფოკუსი შეინარჩუნონ", — განაცხადა კოფიმ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, პენტაგონის წარმომადგენლებს, მათ შორის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯორჯიის შტატში ეროვნული გვარდიის და რეგიონზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები