ქართველი ტრანსგენდერი ქალი ადელინა რობერტსი საერთაშორისო კონკურსში მის ტრანს ვარსკვლავი 2019 მონაწილეობს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ წარდგება ის კონკურსზე. მის ტრანს ვარსკვლავი 2019 წლის 14 დეკემბერს კვლავ ბარსელონაში გაიმართება.

კონკურსის ფეისბუქ გვერდზე ადელინას სურათი უკვე გამოქვეყნდა.

გასულ წელს საქართველოს სახელით მის ტრანს ვარსკვლავზე კესარია აბრამიძე გამოვიდა