რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ბავშვი და შუახნის ასაკის ქალი გარდაიცვალა. პირველი არხის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინსიტროში On.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.