10 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ
ისტორიაში შემონახულ ცნობილ კრიმინალურ ქმედებებს შორის სერიული მკვლელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები ცივსისხლიანობითა და წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩევა. სერიულ მკვლელს უწოდებენ ისეთ პიროვნებას, რომელმაც სამი ან მეტი ადამიანი სხვადასხვა დროის შუალედში მოკლა.
მათი მკვლელობების მოტივები ძირითადად დევიაციური ფსიქოლოგიური წარმოდგენებითაა განპირობებული, რომლებსაც ხშირად თან ერთვის სექსუალური ხასიათის ელემენტები. სერიულ მკვლელებს ასევე ახასიათებთ მსხვერპლების კონკრეტული ნიშნით გამორჩევა, იქნება ეს სქესი, ასაკი თუ რასა.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია ხოლმე, უმეტესად მხოლოდ კაცი სერიული მკვლელების შესახებ გვსმენია. არადა, ისტორიას არაერთი ქალი დამნაშავე ახსოვს, რომელთაც ყველას თავიანთი უსაზღვრო ძალადობითა და დაუნდობლობით დაამახსოვრეს თავი.
ამ სტატიაში სწორედ ათი ასეთი ცნობილი სერიული მკვლელის შესახებ გიამბობთ.
1. ეილინ უორნოსი
ფოტო: Prison Photography
1989-90 წლებში ეილინ უორნოსმა 7 ადამიანი იარაღით მოკლა. ის სექს-მუშაკი იყო და როგორც შემდეგ ამბობდა, ყველა მკვლელობისას გაუპატიურებისაგან იცავდა თავს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც 2002 წელს აღსრულდა.
ეილინ უორნოსის შესახებ ცნობილი ფილმი Monster გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს.
2. ხუანა ბარაზა
ფოტო: Marco Ugarte/AP
ქალაქ მეხიკოში 1990 წლიდან 2003 წლამდე ხუანა ბარაზამ თექვსმეტი მოხუცი ქალი მოკლა, თუმცა ადგილობრივ მედიაში ხშირად წერდნენ, რომ რეალურად მისი მსხვერპლების რაოდენობა გაცილებით მეტი, ორმოცდაათამდე იყო.
ხუანა მარტო მცხოვრები მოხუცი ქალების სახლებში დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა შემდეგ მათ ახრჩობდა და ძარცვავდა. სასამართლომ მას 759 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ის დღემდე იხდის ამ სასჯელს.
3. კრისტენ გილბერტი
ფოტო: YouTube
კრისტენ გილბერტი ომის ვეტერანების სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, რა დროსაც ოთხი პაციენტი მათ სხეულებში წამლის გადაჭარბებული დოზის შეყვანით მოკლა. მას კიდევ სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად და 33 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
4. ნენი დოსი
ფოტო: Public Domain
ნენი დოსს ხშირად შავ ქვრივადაც მოიხსენიებენ, რადგან მან ოთხი ქმრის მკვლელობა აღიარა - ოთხივე მათგანი დარიშხანით მოწამლა. მას კიდევ შვიდი ადამიანის მკვლელობა დაუმტკიცდა, მათ შორის ორი შვილის, ორი დის, დედისა და შვილიშვილის. ნენი დოსი 1965 წელს ციხეში გარდაიცვალა.
5. მიუკი იშიკავა
ფოტო: Life
1948 წელს ტოკიოში დააპატიმრეს მიუკი იშიკავა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ სერიულ მკვლელად ითვლება. ის ბებიაქალად მუშაობდა, თუმცა ჩვილი ბავშვები, რომელთა გაჩენაშიც იღებდა მონაწილეობას, უმეტესად კვდებოდნენ. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს ბუნებრივი მიზეზით არ ხდებოდა და იშიკავას ჯამში 103 ახალშობილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
6. დოროთეა პუანტე
ფოტო: Public Domain
1988 წელს კალიფორნიის შტატში დოროთეა პუანტეს სახლის ეზოში პოლიციამ დამარხული გვამის ნაწილები იპოვა. მის ეზოში ოთხი ქალისა და სამი კაცის გვამი აღმოაჩინეს, საბოლოოდ კი ცხრა ადამიანის მკვლელობისთვის წარუდგინეს ბრალი და სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო. ამასთანავე დოროთეა პუანტე კიდევ ექვსი ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა ამ შემთხევევებში მას დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
7. მაირა ჰინდლეი
ფოტო: Biography.com
1963-1965 წლებში მაირა ჰინდლეიმ თავის ქმართან ერთად ხუთი არასრულწლოვანი მოკლა. პოლიციამ მხოლოდ სამი მათგანის გვამი იპოვა. როგორც აღმოჩნდა, ისინი მსხვერპლებზე სიკვდილამდე სექსუალურადაც ძალადობდნენ. ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
8. დაგმარ ოვერბაი
ფოტო: Public Domain
დანიის სასამართლო ისტორიაში დაგმარ ოვერბაის საქმე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო. 1920-იან წლების კოპენჰაგენში ოვერბაი ქალებს, რომლებსაც ბავშვების გაშვილება სურდათ, ჰპირდებოდა, რომ ბავშვები სანდო ოჯახში მიჰყავდა, თუმცა სინამდვილეში ის მათ კლავდა. მას დაახლოებით 25 არასრულწლოვანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, რის გამოც სიკვდილით დასჯა შეუფარდეს.
9. ლეონარდა ჩიანჩული
ფოტო: Public Domain
1930-იან წლების ბოლოს ლეონარდა ჩიანჩულის უფროსი და ყველაზე საყვარელი ვაჟი ომში გაიწვიეს, ლეონარდა კი მისი უსაფრთხოების გამო ძალიან ღელავდა. ამიტომაც, მან იფიქრა, რომ თუ მსხვერპლშეწირვას მიმართავდა, მისი ვაჟი კარგად იქნებოდა. ამის გამო მან სამი ქალი მოკლა, გვამების გადამალვის მიზნით კი მათგან საპონი დაამზადა.
10. როზმერი უესტი
ფოტო: HO/AP
როზმერი უესტმა თავის ქმართან, ფრედთან ერთად ათი თინეიჯერი გოგო მოკლა, მათ შორის ერთ-ერთი მათი შვილი იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილი მსხვერპლს მკვლელობამდე აწამებდა და სექსუალურადაც ძალადობდა. ბრიტანეთის ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ და როზმერი დღემდე იხდის ამ სასჯელს.
-
შექმნეს ვირტუალური ცხოველები, რომლებმაც ევოლუცია განიცადეს შექმნეს ვირტუალური ცხოველები, რომლებმაც ევოლუცია განიცადეს
გადახედვა
-
ტესტი: გამოვიდოდა თუ არა შენგან ასტროლინგვისტი? ტესტი: გამოვიდოდა თუ არა შენგან ასტროლინგვისტი?
-
ეგვიპტეში 10 000 წლის წინანდელი სიმბოლოები და კლდის მხატვრობის ნიმუშები აღმოაჩინეს ეგვიპტეში 10 000 წლის წინანდელი სიმბოლოები და კლდის მხატვრობის ნიმუშები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სამეწარმეო მიზნებისთვის ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა იქნება საჭირო სამეწარმეო მიზნებისთვის ვენახის გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა იქნება საჭირო
გადახედვა
-
7 სიურრეალისტი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე 7 სიურრეალისტი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
გადახედვა
-
თამარ ჩერგოლეიშვილი: როცა ხალხის იძულება გჭირდება, რომ გაღიარონ, ნიშნავს, რომ თავადაც ხვდები, რომ აღარ არსებობ. თამარ ჩერგოლეიშვილი: როცა ხალხის იძულება გჭირდება, რომ გაღიარონ, ნიშნავს, რომ თავადაც ხვდები, რომ აღარ არსებობ.
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს 50 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს 50 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ხელისუფლების არაღიარებაზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა II მოსმენით მხარი დაუჭირეს ხელისუფლების არაღიარებაზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა II მოსმენით მხარი დაუჭირეს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს ლევან იოსელიანმა "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს
გადახედვა
-
"რობოტებს თქვენი სხეული სჭირდებათ" — ახალი პლატფორმიდან ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ქირაობს "რობოტებს თქვენი სხეული სჭირდებათ" — ახალი პლატფორმიდან ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ქირაობს
გადახედვა
-
თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტრო "დიდუბეს" დაუკავშირდება კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დაიწყება და აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტრო "დიდუბეს" დაუკავშირდება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა აბსოლუტურად მიზანშეწონილია ირაკლი კობახიძე: რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა აბსოლუტურად მიზანშეწონილია
გადახედვა
-
ChatGPT ზუსტად გვხატავს, რადგან ჩვენზე ბევრი იცის — როგორ წავშალოთ თავი ბოტის მეხსიერებიდან ChatGPT ზუსტად გვხატავს, რადგან ჩვენზე ბევრი იცის — როგორ წავშალოთ თავი ბოტის მეხსიერებიდან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს ირაკლი კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს
გადახედვა
-
Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა Volvo Cars EMEA — ვოლვო ქარ კავკასიამ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
-
ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო ქვიზი: გამოიცანი სამშენებლო ხელსაწყო
-
ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლით პატიმრობით დაისჯება — "ოცნების" ახალი ინიციატივა ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლით პატიმრობით დაისჯება — "ოცნების" ახალი ინიციატივა
გადახედვა
-
საია ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული პირების სახელით სამართალწარმოებას იწყებს საია ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული პირების სახელით სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
31 იანვარს მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შემცირდება 31 იანვარს მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შემცირდება
გადახედვა
-
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
გადახედვა
კომენტარები