მოსამართლის წუწუნი არ მომწონს — ბესელია უზენაესის კანდიდატ მიქაბერიძესთან გასაუბრებაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ, დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მას საპროცესო ვადის დარღვევით გადაწყვეტილების მიღებაზე ჰკითხა.
ბესელიამ მოსამართლეების მხრიდან ვადის დარღვევის ფაქტები გააპროტესტა და თქვა, რომ მოსამართლე, რომელიც არის სამართლის დამდგენი, კანონს თავად არ უნდა არღვევდეს.
"მოსამართლე, რომელიც თავად არის სამართლის დამდგენი და უნდა იცავდეს კანონს, თავად არღვევს კანონს და ამას ისე შეგვაჩვიეთ ყველა იმიტომ, რომ ბევრი საქმე აქვს მოსამართლესო და ეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია... მოსამართლე, რომელიც ორ პირს შორის ადგენს, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, თვითონ არღვევს ვადას და ეს ვითომც არაფერი", — თქვა ბესელიამ.
ამის შემდეგ მან უზენაესის კანდიდატ მიქაბერიძეს ჰკითხა, ვადის დარღვევის გამო თუნდაც დისციპლინური წესით თუ დაუჯარიმებიათ, რის შემდეგაც მიქაბერიძემ თავის მართლება დაიწყო.
"პირადი ცხოვრების ხარჯზე მიწევს ცალკეული საქმეების განხილვა. დაახლოებით 4 წლის განმავლობაში შვებულებით არ მისარგებლია, უფრო სწორად ვისარგებლე, მაგრამ ის საშვებულებო დღეები გამოყენებული მაქვს..." — თქვა მიქაბერიძემ, რომელსაც ბესელიამ საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა, რომ მიზეზებზე არ ესაუბრა.
ბესელიამ მისი და სხვა მოსამართლეების მისამართით თქვა, რომ არ მოსწონს, როცა "მოსამართლე წუწუნებს".
"მიზეზებზე შეგნებულად არ ვსაუბრობ... ბევრი ხანი ვიკვლიეთ ეს მიზეზები მოსამართლეებთან ერთად, დავადგინეთ და უკვე იცით სად ვართ, ამის გამო ცვლილებებიც მივიღეთ, ვთქვით რომ მოდით, გავუადვილოთ მოსამართლეებს, ერთპიროვნული გადაწყვეტის შესაძლებლობა მივცეთ... მიზეზებზე რომ ვისაუბროთ, შორს წავალთ... ეს თქვენი არჩევანია, გადაწყვიტეთ, რომ იყოთ მოსამართლე, ახლა გინდათ რომ უზენაესის მოსამართლე იყოთ, იცით, რომ ბევრი საქმე გაქვთ... მომიტევეთ, მაგრამ მოსამართლის წუწუნი არ მომწონს. მიმაჩნია, რომ ბევრი საქმე აქვს თუ ცოტა, უნდა გაართვას თავი, თუ ვერ გაართმევს, უნდა წავიდეს სახლში... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცი მიზეზები, არ არის ეს ჩემთვის გამამართლებელი მიზეზი", — აღნიშნა ბესელიამ.
ბესელიამ მოსამართლეებს მოუწოდა, რომ "თუ კარგად დაამენეჯმენტებენ, შესაძლებელია ამას გაუმკლავდნენ".
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები