ჩრდილო კორეიდან ასობით მუშას აფხაზეთში არალეგალურად ამუშავებენ — The Washington Post
The Washington Post-ის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ რუსეთი აფხაზეთში ასობით ჩრდილო კორეელ მუშას არალეგალურად ამუშავებს და ამ გზით გაეროს სანქციების შესრულებას თავს არიდებს.
სანქციები მოითხოვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ჩრდილო კორეელები 22 დეკემბრამდე დააბრუნონ საკუთარ ქვეყანაში. ამ რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ორი წლის წინ მოაწერეს ხელი. სწორედ ამ ორმა ქვეყანამ უმასპინძლა ყველაზე მეტ ჩრდილო კორეელს.
"ანალიტიკოსების აზრით, მუშების აფხაზეთში გაგზავნით კრემლი კიმ ჩენ ინის გულს მოიგებს მაშინ, როდესაც მოსკოვი აზიაში აპირებს პოზიციების გაძლიერებას", — ვკითხულობთ სტატიაში.
აფხაზეთში დაახლოებით 400 ჩრდილო კორეელია ჩასული. ისინი, ძირითადად, ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ იქ. Washington Post-მა გაარკვია, რომ დღის განმავლობაში საცხოვრებელ კორპუსებსა და აფთიაქებს აშენებენ ან აგებენ სარკინიგზო ლიანდაგებს.
"მათ აქ ყოფნა მოსწონთ, აქ თოვლი არ არის", — უთხრა Washington Post-ს ედვარდ გამისონიამ, რომელიც ე.წ. მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილეა.
"სექტემბრის ერთ მზიან დილას ჩრდილოეთ კორეელი კაცი, რომელიც საკუთარ თავს "კიმად" (Dr. Kim) მოიხსენიებს, რუსეთის მოქალაქეებს სანაპიროზე არსებულ პატარა ქოხში მასაჟს უკეთებს. მასთან ერთი პროცედურა $7 ღირს.
"ვფიქრობ, რომ ლენინის ბიუსტი მას [კიმს] ამხნევებს. კიმმა ის იცნო", — ამბობს მისი დამსაქმებელი და საკურორტო კომპლექსის მენეჯერი ზურაბ ზუხბა", — წერს The Washington Post.
ანალიტიკოსების აზრით, 400 ჩრდილო კორეელი აფხაზეთში ძალიან მცირე რაოდენობაა იმ 100 ათასი მუშიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან, მაგრამ "ეს მოსკოვის მცდელობაა, შეინარჩუნოს სიცოცხლის ხაზი ფხენიანთან".
გაეროს სანქციების შემდეგ, დღეს რუსეთში 40 ათასიდან 10 ათასამდე ჩრდილო კორეელი რჩება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ზედმიწევნით ასრულებენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. "რაც შეეხება ჩრდილო კერეელი მიგრანტებს ყოფნას აფხაზეთში, უმჯობესია ეს შესაბამის სახელმწიფოსა და მათ დამსაქმებლებს ჰკითხოთ", — უთხრა პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Washington Post-ს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა

კომენტარები