ვისაც Netflix-ის საყოველთაოდ ცნობილი სერიალი Stranger Things უნახავს, მას აუცილებლად ემახსოვრება ერთ-ერთი მთავარი გმირი მაიკი, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად წარმოუდგენელ ხიფათს დააღწია თავი. თუმცა, ახალი როლით ფინ ვოლფჰარდი კიდევ უფრო დაძაბული და საშიში თავგადასავლის ეპიცენტრში გვევლინება.

The Turning საშინელებათა ჟანრის ფილმია, რომელიც 1998 წელს გამოქვეყნებული ჰენრი ჯეიმსის რომანის Turn of the Screw-ს მიხედვით გადაიღეს. ფილმის რეჟისორი ფლორიდა სიგისმანდია, რომელსაც მანამდე ისეთ ცნობილ პროექტებზე უმუშავია, როგორებიცაა American Gods, The Handmaid's Tale და Daredevil.

ფილმის პრემიერა 2020 წლის 24 იანვარსაა დაგეგმილი.