როგორ გახდეთ "შმAXI-სტი"
ფოტო: გირჩი
გირჩმა გადაწყვიტა ტაქსების რეგულაცია "საგანმანათლებლო ბიზნესით" გააპროტესტოს. "თავისუფლების იდეის გასავრცელებლად" პარტიამ შმAXI შექმნა. "დიპოლიანი მძღოლები" თბილისის ქუჩებში ხვალიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სალექციო კურსს შესთავაზებენ. გირჩში უნდათ, რომ შმAXI-ის მძღოლებმა მგზავრებს აუხსნან "რას ნიშნავს თავისუფლება ჩვენი გაგებით, როგორ ვუყურებთ თავისუფლებას, რა ბოროტებაა რეგულაციები და ზოგადად ადამიანების შემზღუდავი კანონმდებლობა".
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მძღოლი მთავარია ორ პირობას აკმაყოფილებდეს, ჰქონდეს მართვის მოწმობა და ადამიანებისთვის თავისუფლების იდეის გავრცელების სურვილი. იმ მძღოლებისთვის, ვინც მზად არაა მგზავრს თავად ესაუბროს გირჩს წინასწარ გამზადებული აუდიო სალექციო კურსი აქვს.
"ვეცდებით, რომ საბჭოთა ცნობიერების ადამიანის განსაბჭოება მოხდეს. ეს ლექციები მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ დავძლიოთ საბჭოთა წარსული, გამოვიდეთ კომუნიზმიდან და განვთავისუფლდით უაზრო იდეებისგან... ლექციების ძირითადი ნაწილი ნობელიანტი მწერლებისაა, რომლებსაც ბევრი უმსჯელიათ თავისუფლების იდეაზე. ლექციები იქნება ბევრი სახის, ძირითადად თარგმანები ცნობილი მეცნიერების გამოსვლებიდან", — ამბობს On.ge-სთან საუბრისას იაგო ხვიჩია.
პარტიაში ამბობენ, რომ, როგორც სხვა ტაქსის კომპანიები, ისინიც მომსახურებას ყიდიან, არ ჰყავთ მანქანები, არ უზრუნველყოფენ საწვავს და სხვა დეტალებს. ტაქსის გამოსაძახებლად აპლიკაციის შექმნას აპირებენ, მანამდე კი ცხელი ხაზი ამოქმედდება.
"ადამიანები დაინახავენ შმAXI-ის ტრაფარეტიან მანქანას და უნდა ესმოდეთ, რომ ეს მანქანა არის ისეთი მანქანა, სადაც ადამიანები იღებენ განათლებას, ანუ საგანმანათლებლო პროექტში არიან და მათ მოუწევთ მოისმინონ თავისუფლების იდეების შესახებ და ამაში გადაიხადონ საფასური", — განმარტავს იაგო ხვიჩია.
საგანმანათლებლო ტაქსიში ფასიც განსხვავებულად ანგარიშდება. საცდელი პრინციპის მიხედვით, ტარიფი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ლექციას რამდენი ხნის განმავლობაში უსმენდა ადამიანი.
"ლექციების საბაზისო პაკეტი გამზადებულია და მას დაემატება სხვა ლექციები იმის მიხედვით თუ რა სიგიჟეებს მოიმოქმედებს მთავრობა", — თქვა იაგო ხვიჩიამ.
შმAXI-ის შესახებ
კომპანია შმAXI გირჩმა თბილისში ტაქსის რეგულაციების ამოქმედების გასაპროტესტებლად დააფუძნა. პარტიაში აცხადებენ, რომ კომპანია უნივერსიტეტია და მოქალაქის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანის დროს საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. რეალურად შმAXI არის გზა, რომლის საშუალებითაც ტაქსის რეგულაციის თავის არიდებაა შესაძლებელი და მძღოლებს ნებისმიერი ფერის მანქანით მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები