ირაკლი იმნაიშვილი

25 Sep. 2019, 21:22

რუსთავი 2-ის 25-წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღეიდან კურიერის პროფესიული ფასეულობები ეფუძნება სარედაქციო მიუკერძოებლობას. ჩვენ არ ვიქნებით არცერთი პარტიის თუ ბიზნესჯგუფის მხარეს, კურიერი არ იცრუებს და არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას.

ჩვენი მისიაა, ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე, ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ ევროპაში ინტეგრაცია, ჩვენ გვჯერა რომ საქართველოსთვის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე, ლარის გაუფასურება ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობს, ჩვენ ამ პრობლემებზე რეაგირებას ყოველდღე მოვითხოვოთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, ჩვენი მთავარი სიძლიერე თქვენი ნდობაა, ჩვენ ვართ რუსთავი 2 და ეს კურიერია.

თქვა რუსთავი 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა იმნაიშვილმა კურიერის დასაწყისში. სწორედ ასე დაიწყო 35-დღიანი პაუზის შემდეგ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…