ბაუჰაუსი 100 წლისაა: მეცნიერული დიზაინის სკოლის ისტორია
ნიკოლას ფოქს ვებერი ისტორიის მანძილზე დიზაინის პიონერულ გერმანულ სკოლაში მიმდინარე მეცნიერულ ნაკადებზე მოგვითხრობს.
ისტორიაში ყველაზე გავლენიანი დიზაინის სკოლა, ბაუჰაუსი გერმანელმა ვიზუალურმა არქიტექტორმა, ვალტერ გროპიუსმა 100 წლის წინ დააარსა. აქ მათემატიკური საფუძვლები და ინჟინერული დისციპლინა სახვით ხელოვნებაზე, ხელოსნობასა და არქიტექტურაზე იყო მორგებული. სკოლა ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანების პირველი შთამბეჭდავი მცდელობა გახლდათ.
ბაუჰაუსის ესთეტიკა გეომეტრიულ ფორმებზე, მექანიკური დიზაინის ჭვრეტასა და მექანიკურ ინჟინერიაზე იყო დამყარებული. აქ თანამედროვე ინდუსტრიულ მატერიალებს, ფოლადის მილებსა და ბეტონსაც კი იყენებდნენ. თუმცა სკოლაში მოღვაწე ხელოვანებს ბუნება განსაკუთრებით შთააგონებდათ — ეს გახლდათ ბაუჰაუსის დიდების მნიშვნელოვანი წყარო, გამოხატული გრაფიკულ დიზაინში, გობელენში, ხეზე კვეთაში, მინისა და მეტალის დამუშავებასა თუ კედლის მხატვრობაში.
სკოლა მღელვარებაში იშვა. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის მძვინვარებისას, გროპიუსმა, ვაიმარში წასასვლელად, ფრონტი დროებით დატოვა. ის გრანდ დუკალის საქსონის სახვითი ხელოვნების აკადემიაში არქიტექტურის მასწავლებლად მიიწვიეს. სამხედრო ბანაკში დაბრუნებულმა გროპიუსმა საკუთარი იდეების შემუშავება დაიწყო აკადემიისთვის, რომელშიც ხელით შექმნილი ნამუშევრები უფრო დახვეწილი გახდებოდა.
გროპიუსმა სამხედრო აღჭურვილობებისა და ტექნოლოგიების — იარაღის, ქვემეხების და სხვა ინდუსტრიული პროდუქტის შესწავლისას, საკუთარი პროგრამა ჩამოაყალიბა. გადაწყვიტა, რომ სკოლას ბაუჰაუსს დაარქმევდა, რაც პირდაპირი მნიშვნელობით "სახლის მშენებლობას" ნიშნავდა.
სკოლა ავეჯიდან დაწყებული ჭურჭლით დასრულებული, ორნამენტებისგან თავისუფალ, ფუნქციონალურ და მასობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილ საყოფაცხოვრებო ნივთებს შექმნიდა. აკადემიის სახელოსნოები ლაბორატორიის ფუნქციას შეითავსებდა, სადაც სტუდენტები ტექნოლოგიებისა და ფორმების გამოყენებას თანაბრად დაეუფლებოდნენ.
განსხვავებით ბერლინში გაბატონებული პრეტენზიული ესთეტიკისა, ბაუჰაუსის პროექტები ნამდვილ საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. ფუნქციურობა ფორმას განსაზღვრავდა და ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს წარმართავდა.
გროპიუსი მეცნიერულად აზროვნებდა. საკუთარ ფილოსოფიას კი, თავი 1937 წელს არქიტექტურული ჟურნალის სტატიაში მოუყარა. ის წერდა, რომ დიზაინი "ბიოლოგიური, სოციალური, ტექნიკური და შემოქმედებითი პრობლემების ახლო შემეცნებას" მოითხოვდა. მას სჯეროდა, რომ არქიტექტურა მატერიალების მყარ ცოდნაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული და ფორმის, ტექსტურისა და ფერის ფსიქოლოგიური და მგრძნობიარე გავლენა აესახა.
1919 წლის აპრილში, როდესაც ბაუჰაუსს ხსნიდა, გროპიუსმა შვეიცარიელი დიზაინერი იოჰანეს იტენი მოიწვია. იტენი ახალმოსულ სტუდენტებს მატერიალების, კომპოზიციისა და ფერის ცოდნაში მკაცრად წვრთნიდა. მან მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი ქიმიკოსის მიშელ ეჟენ შევრელის და გერმანელი უნივერსალური მეცნიერის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფერთა თეორიების გავლენით შვიდ ცვლადზე, მათ შორის ტემპერატურასა და გაჯერებულობაზე დამყარებული ფერთა კონტრასტულობის თეორია ჩამოაყალიბა. 1920 წელს იტენმა ხელოვანები გეორგ მუჩე და პოლ კლე დაარწმუნა სკოლის მასწავლებელთა სიას შეერთებოდნენ.
იტენი მაზდაზნანის, უძველესი სპარსი წინასწარმეტყველის ზარატუსტრას სწავლებებზე დაფუძნებული მოძრაობის მხარდამჭერი იყო. გროპუსისგან განსხვავვებული რევოლუცუიური ხედვების გამო, სტუდენტების ნაწილს მკაცრი კვებითი რეჟიმის დაცვასა და თმის გადაპარსვაში არწმუნებდა. ამიტომაც, 1923 წლისთვის გროპუსს იტენის ჩანაცვლება მოუწია უნგრელი ხელოვანითა და ფოტოგრაფით, ლასლო მოჰოი-ნადით.
გულმოდგინე ექსპერიმენტალისტი, მოჰოი-ნადი ალბერტ აინშტაინის ახალი ფიზიკით გახლდათ განცვიფრებული და ოპტიკით, მოძრაობის აღქმით, სივრცისა და დროის შემეცნებითაც ინტერესდებოდა. მოგვიანებით მექანიკური, მოძრავი სკულპტურების შექმნა დაიწყო, როგორიცაა 1930 წლის Light Prop for an Electric Stage, ასევე აქვეყნებდა ფოტოალბომებს, რომლებშიც მეცნიერულად შერწყმულ ფოტოებს უყრიდა თავს. ის მიკროსკოპისა და ტელესკოპის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებზე მუშაობდა. მოჰოი-ნადი ქანდაკებებს აკრილის მინისგან და სხვა თანამედროვე მატერიალებისგანაც ქმნიდა.
1922 წელს აკადემიას კიდევ ერთი მეცნიერებაზე ორიენტირებული ხელოვანი, ვასილი კანდინსკი შეუერთდა. რუსული აბსტრაქციის პიონერზე დიდი გავლენა ერნესტ რეზერფორდის მიერ 1911 წელს ატომის ბირთვის აღმოჩენამ მოახდინა. კოსმოსის გაგებაში დიდმა ძვრამ კანდინსკი დააფიქრა როგორ შეეძლო მატერიალური რეალობის ცვალებადი ბუნება დაეტყვევებინა, ამან აბსტრაქციის შესახებ მის იდეებზეც იმოქმედა. ხელოვანი აგროვებდა მიკრობების, ემბრიონებისა და მწერების მეცნიერულ ფოტოებს. კანდინსკის ნახატებში ბიომორფული ფორმების ინსპირაციას სწორედ ეს წარმოადგენდა.
სინათლის ჩრდილი
ქალებმა სკოლაში ინოვაციის დაწინაურებას ხელი დიდად შეუწყვეს. დიზაინერმა მარიანა ბრანდტმა ინდუსტრიული, გეომეტრიული ფორმების მქონე სახლის ჭურჭელი და ავეჯი შექმნა და თანდათან სკოლის მეტალის დამუშავების მიმართულების ხელმძღვანელიც გახდა.
ფოტოგრაფი ლუსია მოჰოი, ქალიშვილობის გვარით შულცი, რომელიც მოჰოი-ნადიზე 1920-იან წლებში დაქორწინდა, მეუღლესთან ერთად ფოტოგრამებს ქმნიდა, ეს ჩახლართული პროცესი ობიექტების გამჟღავნებას სინათლისადმი მგრძნობიარე ქაღალდზე მოითხოვდა.
ენი ალბერსი რომელიც მინაზე მომუშავე ხელოვანსა და მასწავლებელს ჟოზეფ ალბერსს ბაუჰაუსში შეხვდა და მასზე დაქორწინდა, კედლის დეკორაციებში ბადისმაგვარ გაფორმებებსა და ფერებს შეისწავლიდა. ამავე საქმეს ბაუჰაუსის ბევრი ცნობილი ტექსტილის დიზაინერიც აკეთებდა, მათ შორის, ოტი ბერგერი და გუნთა შტელცელი.
სკოლას გამუდმებით ფინანსურ კრიზისებთან და მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობებთან უხდებოდა ბრძოლა. 1925 წელს დაწესებულება დესაუში გადავიდა, 1930 წლიდან კი სკოლას სათავეში ხაზვის ოსტატი და არქიტექტორი, ლუდვიგ მის ვან დერ როე ჩაუდგა.
სამწუხაროდ, ორი წლის შემდეგ, ადგილობრივმა მემარჯვენე მთავრობამ სკოლის დახურვა მოითხოვა. ბერლინში გატარებული უკანასკნელი დამაბნეველი წლის შემდეგ, 1933 წელს, გესტაპომ სკოლის კარი სამუდამოდ ჩაკეტა და ბაუჰაუსის ერთგული მიმდევრებიც ცხოვრების გაგრძელებას შეუდგნენ. იმ დროისთვის ბაუჰაუსის პროდუქტი უკვე ინდოეთიდან დაწყებული ამერიკით დასრულებული, უამრავ ქვეყანაში გამოიფინებოდა. მათმა პუბლიკაციებმა — როგორიც გროპიუსის 1925 წლის სერთაშორისო არქიტექტურა იყო — სკანდინავიური და ჰოლანდიური დიზაინიც გამოაცოცხლა.
რამდენიმე წლის განმავლობაში გროპიუსმა, მოჰოი-ნადიმ, მისმა და ალვერსმა გერმანია დატოვეს, თანდათან შეერთებულ შტატებში დასახლდნენ და ბაუჰაუსის კონცეპტის ახალ თაობაში გავრცელებას შეუდგნენ. გროპიუსი კემბრიჯში, მასაჩუსეტში, ჰარვარდის დიზაინის სამაგისტრო სკოლაში ასწავლიდა. მოჰოი-ნადი და მესი ჩიკაგოში ილინოისში გადავიდნენ, სადაც პირველი დიზაინის სკოლას ჩაუდგა სათავეში, მეორე კი — ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის არქიტექტურის სკოლას. ჟოზეფ ალბერსი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში, ახალი კოლეჯის სამართავად მიიწვიეს, ისეთ რადიკალურ ახალგაზრდა არტისტებს ასწავლიდა, როგორებიც რობერტ როშენბერგი და რუთ ასავა იყვნენ.
ანი ალბერსმა, რომელიც იმავე კოლეჯში ასწავლიდა სახელი, როგორც ტექსტილისა და გრაფიკულმა დიზაინერმა გაითქვა. კლე და კანდინსკი ევროპაში დარჩნენ და განსაცვიფრებელი სილამაზის ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ. მათი ერთობლივი გავლენა დღესაც კი უდიდეს მნიშვნელობას ინარჩუნებს.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ სამკუთხედის, კვადრატისა და წრის შესახებ, რომლებიც ბაუჰაუსის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ პოსტერებზე, წიგნის ყდებსა და ვებგვერდებზე გვხვდება? გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი უილჰელმ ვორინგერი, რომლის 1908 წლის წიგნმაც Abstraction and Empathy ბაუჰაუსზე უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია, აბსტრაქტულ ფორმებს "არაორგანულ სიცოცხლის უარყოფას" უწოდებდა. ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, ეს ტერმინი ცხადყოფს, რომ ბაუჰაუსმა მარადიულობისა და სილამაზის ხედვა უპრეცენდენტო ფორმებსა და სისტემებში იპოვა და შექმნა სიმბოლიზმი, რომელიც ბუნებისა და ტექნოლოგიების სამყაროს აკავშირებდა.
სკოლაში ბუნებრივი ფორმებიც ღრმად შეისწავლებოდა. მათ შორის, ანი ალბერსის მიერ, რომელიც ვორინგერის იდეებით იყო შეპყრობილი, თუმცა გოეთესაც აღმერთებდა. მისმა წიგნმა, მცენარეების მეტამორფოზა (1790) ხელოვანის ბოტანიკური სტრუქტურებით დაინტერესება გამოიწვია.
გოეთე მიხვდა, რომ ყვავილის ყველა ნაწილი, ბუტკოც და ჯამის ფოთლაკიც, მოდიფიცირებული ფოთოლი იყო, ამგვარად ბოტანიკური მეტამორფოზის "ჩანასახი" სწორედ ფოთოლი გამოდიოდა. ამით ხელმძღვანელობდა ალბერსი საკუთარი აბსტრაქტული კედლის დეკორაციების შექმნისას: ნაქსოვი ნიმუშის პირველი რამდენიმე რიგის გაფორმება დარჩენილი ნაწილის მოხატულობასაც განსაზღვრავდა. ის საკუთარ ნაქსოვ ნამუშევრებს ზრდისა და ფორმის ბუნებრივი თანმიმდევრობის გოეთესეული გაგების მიხედვით ქმნიდა.
პოლ კლე, რომელიც ნაწილობრივ ალბერსის მასწავლებლად ითვლება, ბუნებისადმი მის მოწიწებულ დამოკიდებულებას იზიარებდა. ერთ-ერთ ლექციაში, ის ხელოვანებს "გამოსახულებისა და გამოცდილების წარმავალი დინების" გამტარებლებს უწოდებს, როგორც ხის ტანს:
"ფესვებიდან მცენარის ნაყოფი მიედინება ხელოვანისკენ, მიედინება მასში, მიედინება მის თვალებში".
კლე ჰიდროდინამიკითაც მოხიბლული იყო. ხელოვანის 20-იანი წლების დასაწყისიში გამოქვეყნებული ჩანაწერები The Thinking Eye და The Nature of Nature ფუნდამენტური ნაშრომებია ისეთ თემებზე, როოგრებიც გეომეტრია, პერსპექტივა და მოძრობაა.
"ალგებრის, გეომეტრიისა და მექანიკის შესწავლისას არსებითი და ფუნქციონალური სწავლების მიმართულებები არსებობს. ერთი ფასადს მიღმა ხედვასა და საგნის ფესვებისკენ ჩაღრმავებას გასწავლის, მეორე კი - ხილულს მიღმა ფარულის ამოცნობასა და მისი წარსულის გააზრებას", — წერდა კლე 1929 წელს.
მხოლოდ იოჰან სებასტიან ბახის მუსიკაში განსწავლულ ადამიანს თუ გამოუვიდოდა ამ მიდგომის მსგავსი დახვეწილი ფორმით გადმოცემა. მათემატიკის საიდუმლო მოტივებზე გამუდმებით ექსპერიმენტების ჩატარებით, კლეს, როგორც ბახს, შეეძლო პოეტურობისთვის სისტემატური ხასიათი მიენიჭებინა.
ბაუჰაუსის ხელოვანებმა ბუნების მიღმა არსებულ გეომეტრიულ ფორმებში, დისტილირებულ ფერებში ძლიერი ესთეტიკა იპოვეს, მაგრამ ეს გონებაგახსნილი ადამიანები ცხოვრების საოცრებებსაც არასოდეს ივიწყებდნენ. მათი ხელოვნება ბუნების სასწაულების ყოველთვის ახლებური გზებით ზეიმობდა.
-
გადახედვა25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე სახალხო პროტესტის ფონზე გაიხსნება 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე სახალხო პროტესტის ფონზე გაიხსნება
-
გადახედვაპარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს
-
გადახედვავაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
-
გადახედვაპოლიცია რეგიონიდან ჩამოსულ ავტომანქანებს არ აძლევს საშუალებას პარლამენტისკენ კოლონებად გადაადგილდნენ პოლიცია რეგიონიდან ჩამოსულ ავტომანქანებს არ აძლევს საშუალებას პარლამენტისკენ კოლონებად გადაადგილდნენ
-
გადახედვათსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან თსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან
-
გადახედვაილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი
-
გადახედვახატია დეკანოიძე: არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი ხატია დეკანოიძე: არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაპარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული
-
გადახედვაგურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს გურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს
-
გადახედვამთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა მთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს ირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვა"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს "ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს
-
გადახედვასაქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
-
გადახედვა"ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო "ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო
-
გადახედვასახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
-
გადახედვასაია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება საია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება
-
გადახედვალასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ლასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კომენტარები