ვდგავართ თუ არა ცივილიზაციის კოლაფსის გზაზე?
კაცობრიობს ისტორიაში უამრავი ცივილიზაცია განადგურებულა. მათი ისტორიების შესწავლა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა რისკების წინაშე ვართ დღეს. ირკვევა, რომ საფრთხე მოსალოდნელია.
ფოტო: Joseph Eid/Getty Images
უდიდეს ცივილიზაციებს არავინ ანადგურებს, ისინი თავად მიდიან ამ დასასრულამდე - ასკვნის ისტორიკოსი არნოლდ თოინბი თავის 12-ტომიან A Study of History-ში, სადაც ის 28 განსხვავებული ცივილიზაციის აღზევებასა და დაცემას იკვლევს.
მართალია ცივილიზაციები ხშირ შემთხვევაში თავად არიან პასუხისმგებელი თავიანთ დაცემაზე, თუმცა ჩვეულებრივ თვითგანადგურებას სხვა ფაქტორებიც ახლავს თან.
მაგალითად, რომის იმპერიის დამხობა სხვადასხვა ფაქტორებს უკავშირდება, მათ შორის ექსპანსიებს, კლიმატურ ცვლილებებს, გარემოს დეგრადაციას და ცუდ მმართველობას. თუმცა საბოლოო დარტყმა მაშინ მიიღო, როცა რომს ვიზიგოტები და ვანდალები დაეპატრონნენ 418 და 455 წლებში.
კოლაფსი ხშირად ძალიან სწრაფად ხდება და ცივილიზაციის სიდიდე დამცავი ფაქტორი არ არის. 390 წელს რომის იმპერია 4.4 მილიონ კვ.მ. ტერიტორიას ფარავდა. ხუთი წლის შემდეგ ეს ტერიტორია 2 მილიონამდე შემცირდა. 476 წლისთვის კი საერთოდ განულდა.
ჩვენი წარსულისთვის დამახასიათებელია განმეორებადი მარცხი. ისტორიის გაანალიზების მეშვეობით ვეცდებით დავადგინოთ, თუ რატომ ხდება კოლაფსი. რას გვეუბნება ისტორიული ცივილიზაციების აღზევება და დაცემა ჩვენსაზე? რა ძალები აჩქარებენ ან აფერხებენ კოლაფსს და ვხედავთ თუ არა დღეს მსგავს პატერნებს?
ყოფილ ცივილიზაციებზე დაკვირვებისას, პირველ რიგში, უნდა შევადაროთ მათი არსებობის ხანგრძლივობა. ეს არაა მარტივი, რადგან ცივილიზაციის ზუსტი განმარტება არ არსებობს. არც ჩვენი მონაცემთა ბაზაა ყოვლისმომცველი, რომ ზუსტად ვიცოდეთ როდის წარმოიშვა ან განადგურდა ცივილიზაცია.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში შედარებულია სხვადასხვა ცივილიზაციების ცხოვრების ხანგრძლივობა. ცივილიზაციად მიჩნეულია საზოგადოებები სოფლის მეურნეობით, ქალაქებით, თავიანთ გეოგრაფიულ რეგიონში სამხედრო უპირატესობით და უწყვეტი პოლიტიკური სტრუქტურით. ამ განმარტების მიხედვით ყველა იმპერია ცივილიზაციაა, მაგრამ ყველა ცივილიზაცია არაა იმპერია.
კოლაფსი
კოლაფსი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც მოსახლეობის, იდენტობისა და სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსურობის სწრაფი და უწყვეტი კლება. საჯარო სამსახურები იშლება და იწყება არეულობა, რადგან მთავრობა კარგავს მონოპოლიას ძალადობაზე.
ძველი ცივილიზაციებიდან თითქმის ყველამ ეს ბედი გაიზიარა. ზოგმა მათგანმა ეს გადალახა ან ტრანსფორმირდა. ამის მაგალითებია ჩინეთი და ეგვიპტე. სხვების კოლაფსი მუდმივი აღმოჩნდა, მაგალითად აღდგომის კუნძულების. ზოგჯერ კოლაფსის ეპიცენტრში მყოფი ქალაქები აღმდგარან, როგორც რომის შემთხვევაში მოხდა; სხვა შემთხვევებში, როგორიცაა მაიას ნანგრევები, ისინი მიტოვებულ მავზოლეუმებად იქცევიან ხოლმე მომავალი ტურისტებისთვის.
რას გვეუბნება ეს ყველაფერი თანამედროვე გლობალური საზოგადოების მომავალზე? გვასწავლის თუ არა რამეს აგრარული იმპერიების მაგალითები მე-18 საუკუნის შემდგომი პერიოდის ინდუსტრიული კაპიტალიზმის ეპოქაში?
ალბათ გვასწავლის. წარსულის და აწმყოს საზოგადოებები უბრალოდ ადამიანებისგან და ტექნოლოგიებისგან შემდგარი კომპლექსური სისტემებია. რთული ტექნოლოგიური სისტემების პირობებში მარცხის შანსი ყოველთვის არის. ასე რომ, კოლაფსი შეიძლება ჩვეულებრივი ფენომენი იყოს ცივილიზაციებისთვის მათი ზომის და მდგომარეობის მიუხედავად.
ჩვენ შეიძლება ტექნოლოგიურად წინ ვიყოთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იმუნურები ვართ იმ საფრთხეების წინაშე, რომლებმაც ჩვენი წინაპრები გააქრეს. ჩვენი ახლად შეძენილი ტექნოლოგიური შესაძლებლობები უფრო მეტ გამოწვევების წინაშეც კი გვაყენებს.
თუ ძველი ცივილიზაციების ბედი ჩვენი მომავლის რუკაა, რას გვეუბნება ის? ერთ-ერთი მეთოდია, რომ შევისწავლოთ ტენდენციები, რომლებიც წინ უძღოდნენ ისტორიულ კოლაფსებს და ვნახოთ რამდენად ვლინდებიან ისინი დღეს.
კოლაფსის გამომწვევი მიზეზები
არ არსებობს ერთი თეორია იმის ასახსნელად, თუ რატომ ნადგურდებიან ცივილიზაციები. თუმცა ისტორიკოსები და ანთროპოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე განსხვავებულ ახსნას, მათ შორისაა:
კლიმატური ცვლილებები
კლიმატური სტაბილურობის დარღვევას შეიძლება შედეგად მოყვეს მოსავლის უკმარისობა, შიმშილი და გაუდაბნოება. ანასაზის, ტივანაკუს, აკადიანების, მაიას, რომის იმპერიის და ბევრი სხვა ცივილიზაციის ნგრევა დაემთხვა მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს, ჩვეულებრივ - გვალვებს.
გარემოს დეგრადაცია
ნგრევა შეიძლება დაიწყოს მაშინ, როდესაც საზოგადოებები ბუნებრივი გარემოსგან იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ეს დასაშვებია. ეკოლოგიური კოლაფსის თეორია ტყეების ჩეხვას, წყლის დაბინძურებას, ნიადაგის დეგრადაციას და ბიომრავალფეროვნების კარგვას ნგრევის დამაჩქარებელ ფაქტორებად მიიჩნევს.
უთანასწორობა და ოლიგარქია
სიმდიდრე და პოლიტიკური უთანასწორობა სოციალური დეზინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი შეიძლება გახდეს ისევე, როგორც ოლიგარქია და ძალის ცენტრალიზება. მსგავს პირობებში საზოგადოება ვეღარ ახერხებს ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე რეაგირებას.
მოსახლეობის ზრდასთან ერთად დასაქმების მსურველთა რაოდენობა აჭარბებს მათზე მოთხოვნას, მუშახელი იაფდება, საზოგადოება კი თავკომბალას ემსგავსება - სიმდიდრის უდიდესი ნაწილი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილზეა გადანაწილებული. მსგავსი უთანასწორობა ძირს უთხრის კოლექტიურ სოლიდარობას, რასაც პოლიტიკური ძვრები მოჰყვება ხოლმე.
კომპლექსურობა
ისტორიკოსი ჯოზეფ თეინერის მიხედვით, საზოგადოებებს თანდათან ანგრევს მათ მიერვე აკუმულირებული სირთულეები და ბიუროკრატია. საზოგადოება, კოლექტივი კომპლექსურ გარემოში იზრდება, რათა გადალახოს გამოწვევები. თუმცა რიგ შემთხვევებში კოპლექსურობის ისეთ დონეს აღწევენ, რომ ეს თავად ხდება პრობლემა. ეს ნგრევის დასაწყისი შეიძლება ყოს.
გარეგანი დარტყმები
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. “ოთხი მხედარი”: ომი, ბუნებრივი კატასტროფები, შიმშილობა და ჭირი. მაგალითისთვის, აცტეკების იმპერია ესპანელმა დამპყრობლებმა გაანადგურეს. უფრო ძველი აგრარული ქვეყნები ეპიდემიებს ემსხვერპლნენ. ადამიანის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ერთ შენობაში ცხოვრება, სადაც ჰიგიენის არანაირი პირობა არ იყო დაცული, დაავადებების წარმოშობასა და გავრცელებას გარდაუვალს და კატასტროფულს ხდიდა. ზოგჯერ რამდენიმე უბედურება ერთად ატყდება თავს მოსახლეობას, როგორც ეს მოხდა ესპანელების მიერ ამერიკელებში სალმონელას ინფექციის გავრცელების დროს.
შემთხვევითობა
იმპერიების სტატისტიკური ანალიზის მიხედვით კოლაფსი შემთხვევითი და ასაკისგან დამოუკიდებელია. იგივე პატერნს ვხვდებით სახეობების ევოლუციაზე დაკვირვებისას. ამ აშკარა შემთხვევითობის გავრცელებული ახსნაა "წითელი დედოფლის ეფექტი" — თუ სახეობები გამუდმებით იბრძვიან თვითგადარჩენისთვის ამ ცვლად და კონკურენტულ გარემოში, გადაშენების შესაძლებლობა მუდმივადაა.
საფრთხის ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წიგნი და სტატია დაწერილა ამ თემაზე, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ცივილიზაციის კოლაფსი, არ გვაქვს. ერი ის ვიცით, რომ ზემოთ ხაზგასმული ფაქტორები მონაწილეობენ ამ პროცესში.
ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ საფრთხის ინდიკატორები, რათა ვნახოთ კოლაფსის შანსი იზრდება თუ მცირდება. ცხრილში მოცემულია ოთხი სავარაუდო ფაქტორი, გაზომილი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში:
ისტორიულად, როცა ეს ინდიკატორები იზრდება, კოლაფსის შანსიც უფრო მაღალია.
ტემპერატურა კლიმატური ცვლილების ნათელი საზომია, მშპ კომპლექსურობას ასახავს, ეკოლოგიური კვალი კი გარემოს დეგრადაციის ინდიკატორია. თითოეული მათგანი ზრდის ტენდენცია ახასიათებს.
უთანასწორობის დათვლა უფრო რთულია. ზოგადად ამას ჯინის ინდექსით (Gini Index) ზომავენ, რის მიხედვითაც უთანასწორობა გლობალურად ცოტა შემცირებულია (თუმცა იზრდება ქვეყნებს შიგნით). ჯინის ინდექსმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან მხოლოდ შემოსავლის შედარებით ცვლილებას ზომავს. სიტყვაზე, თუ ორ ადამიანს, რომელთა შემოსავალია $1 და $100 000, შემოსავლებს გავუორმაგებთ, ჯინის ინდექსი ცვლილებას არ აჩვენებს. მაგრამ სხვაობა ამ ორს შორის $99 999-დან $198 998-მდე გაიზარდა.
ამის გამო ცხრილში ასევე მოცემულია მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 1%-ის შემოსავლების წილი საერთო შემოსავლებში, რაც 1980 წელს 16% იყო, დღეს — 20%. ანუ სიმდიდრის გადანაწილების მხრივ უთანასწორობა გაიზარდა. მდიდრები უფრო მდიდრდებიან, რაც ყოფილ ცივილიზაციებში დამატებით სტრესს იწვევდა საზოგადოებაზე.
ფოტო: Drew Angerer/Getty Images
მდგრადობის საზომი
ცოტა იმედისმომცემი ის არის, რომ კოლაფსის საზომები სრულ სურათს არ გვიჩვენებს. სოციალურმა მდგრადობამ შეიძლება შეაფერხოს ან აგვარიდოს კოლაფსი.
მაგალითად, გლობალურად "ეკონომიკური მრავალფეროვნება" დღეს მეტია 1960-70-ან წლებთან შედარებით. ერები აღარ არიან დამოკიდებული მხოლოდ ერთი ტიპის ექსპორტზე. მაგალითად, თუ ქვეყანა მხოლოდ აგრარული პროდუქტის ექსპორტზე არა რის დამოკიდებული, ის ეკოლოგიურ დეგრადაციას და სავაჭრო პარტნიორების დაკარგვას შედარებით მარტივად გადაიტანს. რაც უფრო განვითარებულია მოსახლეობა, კრიზისთან გამკლავება მათთვის უფრო მარტივი იქნება.
ასევე, იზრდება ინოვაციები. თეორიულად, ცივილიზაცია შეიძლება არ იყოს დაუცველი კოლაფსისგან თუ ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ ზეწოლის შემსუბუქება, მაგალითად კლიმატური ცვლილებების პირობებში.
მიუხედავად ამისა კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე არსებობს ოპტიმიზმის მიზეზები, თუმცა მაჩვენებლები, რამაც ძველი ცივილიზაციების კოლაფსში მიიღო მონაწილეობა - იზრდება. კლიმატი იცვლება, მდიდრებს და ღარიბებს შირის სხვაობა იზრდება, მსოფლიო უფრო და უფრო რთული ხდება და ჩვენი მოთხოვნები ბუნებრივი გარემოს მიმართ აჭარბებს მის პლანეტის შესაძლებლობებს.
კიბე საფეხურების გარეშე
ეს ყველაფერი არაა. მსოფლიო დღეს ყველაფერი ძალიანაა დაკავშირებული და დამოკიდებული ერთმანეთზე. წარსულში კოლაფსი რეგიონით შემოიფარგლებოდა და დროებით პრობლემა იყო. ადამიანებს მარტივად შეეძლოთ აგრარულ საქმიანობებს დაბრუნებოდნენ და თავი გადაერჩინათ. მათი იარაღების ძალიან მარტივი იყო - ხმალი, მშვილდ-ისარი და ზოგჯერ თოფიც.
დღეს სოციალური კოლაფსი ბევრად საშიშია. სახელმწიფოებისთვის ხელმისაწვდომია ბიოლოგიური თუ ბირთვული იარაღები. კონკრეტულ ინდივიდებსაც მიუწვდებათ ხელი სასიკვდილო იარაღებზე. საკვების წარმოება ძალიან სპეციალიზებულია. კლიმატური ცვლილებების პერიოდში ფერმერობას მარტივად ვეღარ დავუბრუნდებით.
წარმოიდგინეთ წარმოიდგინეთ, როგორც ცუდად აშენებული კიბე. ასვლისას საფეხური, რომელიც გამოიყენე ვარდება. რამდენიმე საფეხურის ჩამოვარდნას არაუშავს, თუმცა რაც უფრო მაღლა ადიხარ, ვარდნაც დიდია. საბოლოოდ, საკმარისი სიმაღლის მიღწევის შემდეგ, კიბიდან ნებისმიერი დაცემა ფატალურია.
შეიძლება კიბის ამ საფეხურს უკვე მივაღწიეთ. ამის თქმის საფუძველს ბირთვული იარაღის სწრაფი გამრავლების ტენდენცია გვაძლევს. ნებისმიერი კოლაფსი შეიძლება სამუდამო იყოს. ბირთვული ომი ეგზისტენციალურ რისკებთანაა დაკავშირებული - ან ჩვენი სახეობა გადაშენდება ან ქვის ხანაში დავბრუნდებით.
მართალია ეკონომიკურად ვძლიერდებით და უფრო მდგრადები ვხდებით, მაგრამ ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც უპრეცედენტო საფრთხეს წარმოადგენენ. მაგალითად, კლიმატური ცვლილებები, რომლებიც წინაშეც ვართ, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც მაიას და ანაზასის ცივილიზაციები შეეწირა. ეს არის გლობალური, უფრო სწრაფი, ადამიანების მიერ გამოწვეული და უფრო მძიმე პროცესი.
ნგრევაში, რომელიც ჩვენ თვითონ დავიწყეთ, ჩვენივე ტექნოლოგიური სიძლიერე დაგვეხმარება.
ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსი გარდაუვალი არ არის. ისტორიის მიხედვით ეს სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ უნიკალური უპირატესობა გვაქვს - შეგვიძლია ვისწავლოთ ყოფილი ცივილიზაციების ნამსხვრევებიდან.
შესაძლებელია გამონაბოლქვის შემცირება, უთანასწორობის აღმოფხვრა, გარემოს დაცვა. პროექტები არსებობს, თუმცა მათ განხორციელებას პოლიტიკური ნებაც სჭირდება.
მთავარია წინსვლა განვაგრძოთ, მაგრამ არა ბრმად და მოვუსმინოთ წარსულს.
-
ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არის სწორედ ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას არის სწორედ ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, მწვანე დაფინანსების რალი გაიმართა
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები
-
ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს ხის ბაყაყის ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედ ბაქტერიას მიაგნეს
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
გადახედვა
-
"ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს "ოცნების" წევრებისთვის სავარაუდო შემზღუდავი ზომების შესახებ დისკუსიები გრძელდება — ევროკომისიის პასუხი ემიგრანტებს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია
-
TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს TI სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების, ალექსი პეტრიაშვილის, ნათია გოგსაძის და ლევან მარგიანის უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს
გადახედვა
- თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე თუ ვინმეს სურს ბავშვებს ახალი წელი ჩაუშალოს, წავიდეს და თბილისის ცენტრში გააპროტესტოს — ალან გაგლოევი თამარ მეარაყიშვილზე
-
რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ რა ხდებოდა კოსმოსში 2025 წელს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს ცოტნე ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხემძღვანელობას ულოცავს
გადახედვა
-
ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა ორბელიანის მოედანზე ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანა დაიწვა
გადახედვა
-
"საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი "საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განათლების შესაძლებლობებს ქმნის
-
გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო გევორგ პაპოიანი: თბილისმა აზერბაიჯანიდან სომხეთში ბენზინის ტრანზიტს "მაღალი და არაკონკურენტული" ტარიფი დაადო
გადახედვა
-
ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
გადახედვა
-
თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" 115 სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც ახალ წელს თავდასხმებს გეგმავდნენ
გადახედვა


კომენტარები