ირანის მიერ ბრიტანული ტანკერის დაკავების გამო ბრიტანეთის მთავრობა "ღრმადაა შეშფოთებული"
ფოტო: CreditCreditStena Bulk / Associated Press
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ "ღრმად არის შეშფოთებული" ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული დროშის ქვეშ მოძრავი ტანკერის დაკავების გამო.
The Stena Impero-ს მფლობელები ამბობენ, რომ ისინი ვერ ეკონტაქტებიან გემს, რომელიც რეგიონის მთავარ ყურეში დააკავეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯერემი ჰანტი შიშობს, რომ თუ მდგომარეობა სწრაფად არ მოგვარდება სერიოზული შედეგები" დადგება.
ირანის პოზიციით, გემი გემი არღვევდა საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობას. ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი მეორე გემი, ასევე დააკავეს შეიარაღებულმა ძალებმა, თუმცა მოგვიანებით გაუშვეს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო ფარკის ცნობით, ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა და ტანკერი და მის ბორტზე მყოფი პირები სპარსეთის ყურეში არსებულ საპორტო ქალაქში გამოძიების დასრულებამდე დარჩებიან.
ხუთშაბათს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანის ხომალდებმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობის ტანკერის "გავლის შეფერხება" სცადა. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში სამი ირანული ხომალდი მონაწილეობდა და მხოლოდ ბრიტანული სამხედრო ხომალდიდან მიღებული გაფრთხილების შემდეგ დაიხიეს უკან.
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბრიტანეთის ბრალდება უარყო. "ფარსის" ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარდიის საპატრულო კატერები ჩვეულებრივ სამუშაოს ასრულებდნენ და "უცხო ხომალდებთან, განსაკუთრებით ინგლისურ ხომალდებთან დაპირისპირებაში არ შესულან".
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ოთხშაბათს გაფრთხილება გააჟღერა, რომ შესაძლოა ბრიტანეთი დაუზუსტებელი "სადამსჯელო ზომების" წინაშე აღმოჩნდეს, გასულ კვირაში ირანული ნავთობის ტანკერის დაკავების გამო, რომლის შესახებაც ეჭვი არსებობდა, რომ სანქციების დარღვევით სირიაში ნავთობი გადაჰქონდა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო ხუთშაბათს მომხდარი ინციდენტით შეშფოთებულია და ირანს "სიტუაციის დეესკალაციისკენ" მოუწოდა.
თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა თქვა, რომ ეს ინციდენტი იყო მეორე შემთხვევა, როცა დიდი ბრიტანეთი მეორედ იყო სამიზნე ირანის მხრიდან. ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაელაპარაკება ბრიტანეთს.
ვითარება სპარსეთის ყურეში
2015 წლის ხელშეკრულებით, ირანმა პირობა დადო, რომ ეკონომიკური სანქციების სანაცვლოდ, შეამცირებდა ურანით გამდიდრების პროცესს. ირანთან ხელშეკრულებას ხელი ექვსმა სახელმწიფომ მოაწერა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა.
გასულ წელს ტრამპმა ამერიკა ხელშეკრულებიდან ერთპიროვნულად გაიყვანა და ვაშინგტონმა ირანს სანქციები ისევ განუახლა. დანარჩენი ქვეყნები ამერიკის ახალ პოზიციას არ იზიარებდნენ და შეთანხმებაში დარჩნენ.
პასუხად ირანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რამდენიმე პუნქტს ტოვებს და ურანით გამდიდრების ლიმიტებს ზრდის. თეირანი იმუქრება, რომ 2015 წლამდე არსებულ, ურანით გამდიდრების დონეს დაუბრუნდება, თუ ევროპის ქვეყნები სანქციებით დაზარალებულ ქვეყნის ეკონომიკას უფრო ეფექტურად არ დაეხმარებიან. ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი იმუქრებოდა, რომ ჩაკეტავდა ჰორმუზის სრუტეს, რომლის გავლითაც ხვდება ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე. ჰორმუზის სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს უკავშირდება, შემდეგ — არაბეთის ზღვას და ბოლოს — ინდოეთის ოკეანეს. ბაჰრეინს, ყატარსა და ქუვეითს ნავთობის ექსპორტი მხოლოდ ამ სრუტის გავლით შეუძლიათ, რადგანაც ზღვაზე სხვა გასასვლელი არ აქვთ. აქ გადის საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ერაყის ტანკერებიც.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, ამერიკულმა მხარემ ის ირანული დრონი გაანადგურა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემსა და მის ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიდა. მისი თქმით, ის 900 მეტრზე მიუახლოვდა გემს და მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, უკან დაეხია, ასე არ მოხდა. ირანი აცხადებს, რომ მას არც ერთი დრონი არ დაუკარგავს.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები