ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას დღესვე გადაყენების მოთხოვნით მიმართა
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ნიკა გვარამიას გადაყენების მოთხოვნით მიმართა. დოკუმენტი საჯარო რეესტრში რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ აიტვირთა, რაც რეესტრმა რუსთავი 2-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა.
დოკუმენტი წერია, რომ ხალვაში "ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილებას ითხოვს".
ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.
რუსთავი 2-ის საქმე
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.
-
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
გადახედვა
-
Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს
გადახედვა
-
თემურ ჭყონია: "ილია II-ის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია" თემურ ჭყონია: "ილია II-ის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია"
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მარია ზახაროვა: სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას
გადახედვა
-
Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა
გადახედვა
-
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო გირაოს გადახდა დაუწესა საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო გირაოს გადახდა დაუწესა
გადახედვა
-
კონგრესმენები და სენატორები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა საქართველომ "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები შეასრულოს კონგრესმენები და სენატორები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა საქართველომ "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები შეასრულოს
გადახედვა
-
ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
გადახედვა
-
როგორ "აღმოჩნდა" კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში? როგორ "აღმოჩნდა" კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
-
ალექსანდრ ლუკაშენკო: ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა ალექსანდრ ლუკაშენკო: ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა
გადახედვა
-
საქართველოს ილია II-ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს საქართველოს ილია II-ის გარდაცვალებას 20-მდე საელჩო და ელჩი უსამძიმრებს
გადახედვა
-
ნახეთ — Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა ნახეთ — Spider-Man: Brand New Day-ს ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. ირაკლი კობახიძე: ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას.
გადახედვა
-
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
-
რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
-
ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის "წინასწარმეტყველებები" პროპაგანდის იარაღი ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის "წინასწარმეტყველებები" პროპაგანდის იარაღი
გადახედვა
-
საარქივო ფოტოები ილია მეორის ცხოვრებიდან საარქივო ფოტოები ილია მეორის ცხოვრებიდან
გადახედვა
-
ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: BTS-ის ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
გადახედვა


კომენტარები