კრეატიული გონება გსურთ? — იმოგზაურეთ
ფოტო: KENNETH LU / FLICKR
მოგზაურობას უამრავი ბენეფიტი აქვს: ახალი მეგობრები, გამოცდილებები, თავგადასავლები და ისტორიები. თუმცა, სხვა ქვეყანაში სულ ცოტა ხნით ცხოვრებას შესაძლოა ერთი შეხედვით ნაკლებად შესამჩნევი სარგებელი ჰქონდეს: მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოგზაურები უფრო კრეატიულები არიან.
მწერლები და ფილოსოფოსები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ მუზას მოგზაურობის დროს. მაგალითად, ერნესტ ჰემინგუეიმ შემოქმედების დიდი ნაწილი ესპანეთსა და საფრანგეთში ყოფნის დროს დაწერა. 1869 წელს, მარკ ტვენმა ხმელთაშუა ზღვაში მოგზაურობისას დაწერა The Innocents Abroad, რომელშიც წერს, რომ "მოგზაურობა კლავს ფანატიზმს, ვიწრო-მსოფლმხედველობასა და ცრურწმენებს".
ბოლო წლების განმავლობაში, ფსიქოლოგები და ნეირომეცნიერები იკვლევენ, რა გავლენას ახდენს უცხო ქვეყნების მონახულება ადამიანებზე და ცვლის თუ არა ის ფსიქიკას. რეალურად, შემოქმედებითობა ტვინის მოქმედებასა და ნეიროპლასტიურობაზეა დამოკიდებული, ამ უკანასკნელზე კი გავლენას ახდენს გარემო და ჩვევები. ისინი მგრძნობიარეები არიან ისეთ ცვლილებებზე, როგორიცაა ახალი ხმები, სუნი, გემო, ენა, აღმოჩენები. განსხვავებული გარემოს ზემოქმედებით, სინაფსები, ანუ ნერვული დაბოლოებები გონებას გამოცოცხლებაში ეხმარებიან.
"უცხოური გამოცდილებები ზრდიან როგორც კოგნიტურ მოქნილობას, ასევე აზროვნების სიღრმესა და განსხვავებული აზრების დაკავშირების უნარს", — ამბობს ადამ გალინსკი, კოლუმბიის ბიზნეს სკოლის პროფესორი და მოგზაურობისა და კრეატიულობის კორელაციაზე სხვადასხვა კვლევის ავტორი.
მისი თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტია მულტიკულტურული გაცნობები, ურთიერთობები და შეგუება.
"ის, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და იქაურ კულტურას არ ეცნობა, ნაკლებად განვითარდება შემოქმედობითობის მხრივ, მათგან განსხვავებით, ვინც თან მოგზაურობს და თან ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციასაც ახერხებს", — დასძენს ის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი კვირით რომელიმე ქალაქის მონახულებით ადამიანი უფრო კრეატიულ პიროვნებად ვერ იქცევა, თუმცა უცხო ქალაქში რაღაც პერიოდით გადასვლით და ადგილობრივების ცხოვრების წესის მიღებით — ეს შესაძლებელია.
ჟურნალ Academy of Management-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გალინსკიმ და მისმა 3-კაციანმა გუნდმა 270 მაღალი მოდის სახლები შეისწავლეს. ისინი ეძებდნენ კავშირს ორ მოვლენას შორის: 1. მუშაობდნენ თუ არა კრეატიული დირექტორები უცხოეთში; 2. რამდენად შემოქმედებითად ინოვაციური იყო ესა თუ ის მოდის სახლი.
მოდის პროდუქტის კრეატიულობას ჟურნალისტები და დამოუკიდებელი მყიდველები აფასებდნენ. მკვლევარები არ გაოცებულან, როდესაც მტკიცე ურთიერთკავშირი იპოვეს უცხოეთში გატარებულ დროსა და შემოქმედებას შორის. ის ბრენდები, რომელთა კრეატიული დირექტორებიც უცხოეთში მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ, უფრო კრეატიულ მოდის კოლექციებს ქმნიდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს გამოცდილება არ ჰქონდა.
მკვლევარებმა ასევე დაასკვნეს, რომ რაც უფრო მეტ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ხელოვანები, მათი ნამუშევრები უფრო და უფრო ხარისხიანი ხდებოდა. მაგალითად, ისინი, ვინც სამ ქვეყანაში ცხოვრობდა ან მუშაობდა, ყოველი კოლექცია უფრო და უფრო კრეატიული ჰქონდა. კვლევის ავტორები დასძენენ, რომ ასეთი ადამიანები საკუთარ თავს კონკრეტული კულტურის ნაწილად ნაკლებად აღიქვამენ.
მოგზაურობას გონებისთვის სხვა სარგებელიც შეიძლება ჰქონდეს. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების პროფესორი მერი ჰელენ იმორდინო-იანგი ამბობს, რომ კულტურული გამოცდილებები ადამიანებს საკუთარი თავის გაძლიერებაში და აღქმაში ეხმარება.
თუ უცხო კულტურის გაცნობას და ახალი ქვეყნების მონახულებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ შეიძინოთ იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები