უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყება
ფოტო: Washington Examiner
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყება. გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
17 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს მოუსმენენ. პროცესი 11 საათზე დაიწყება და კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.
20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატია. ქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ პირველ ფარულ კენჭისყრას ხარვეზები აქვს. მისივე თქმით, ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მოსამართლეების სიის დამტკიცების მაღალი სტანდარტებით წარმართვას.
სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და აღნიშნულს სერიოზულ პრობლემად და მთელი პროცესისათვის დამაზიანებლად მიიჩნევს.
უზენაესის მოსამართლეთა კონკურსი
2018 წელს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ სიაში მოსამართლეობის 10 კანდიდატი იყო, მათ შორის, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანია. ამჟამინდელ კონკურსში გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე მონაწილეობას აღარ იღებენ. გიორგი მიქაუტაძე კი რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში უვადოდ გაამწესეს.
2018 წლის დეკემბერში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სიას პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. კრიტიკა ორ ძირითად საკითხს ეხებოდა:
- კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე შერჩეული 10 კანდიდატი;
- ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის გაძლიერების საფრთხე.
უმრავლესობის დეპუტატებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ, პროტესტის ნიშნად ქართული ოცნებაც დატოვეს. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ 10-კაციანი სიის დამტკიცებას ქართული ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლობირებდა.
იუსტიციის საბჭომ სია პარლამენტიდან გამოითხოვა. ქართულმა ოცნებამ კი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურების კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. კანონი პარლამენტმა პირველ მაისს დაამტკიცა. სწორედ, აღნიშნულ კრიტერიუმებისა და პროცედურების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის კანდიდატები და შემდგომ, პარლამენტს წარუდგინოს.
ქართული ოცნების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი პოზიციით, ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ე.წ. კლანს საშუალება მისცა "უზენაეს სასამართლოშიც გაძლიერებულიყო".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები