მტყუნის ….. ……! — პირველი არხის დირექტორი ბაჩო ქაჯაიას გათავისუფლებაზე
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
პირველი არხის დირექტორი "უსინდისო ფეიკს" უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წამყვანი ბაჩო ქაჯაია არხიდან ანტიოკუპაციური მაისურის ჩაცმის გამო გაათავისუფლეს. ვასილ მაღლაფერიძე "სულელებად" და "ავადმყოფებად" მოიხსენიებს ყველას, ვინც ამბავი "ააგორა" და გაავრცელა. მისი აზრით, ამის მიზანი პირველი არხის დისკრედიტაცია იყო.
"ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არც ერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს... ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთ ადამიანს, რომელიც საკუთარ გონიერებას ოდნავ მაინც პატივს სცემს, წესით ასეთი სულელები არ უნდა ვეგონოთ, თუმცა, ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება", — წერია მაღლაფერიძის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მაღლაფერიძე ამბობს, რომ მსავსი დეზინფორმაციის გამავრცელებლები მის განმარტებას ყურადღებას არ მიაქცევენ და მაინც იმავეს გაიმეორებენ.
"ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა წესით არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება", — წერს საზოადოებრივი მაუწყებლის დირექტორი.
გუშინ, 5 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ღამის შოუ პირველზე წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ თქვა, რომ ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი სამართლიან პროტესტს უერთდება, რომელიც 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ გამოიწვია. ამის შესახებ წამყვანმა გადაცემის დაწყებამდე მონოლოგში ისაუბრა. მას ანტიოკუპაციური მაისური ეცვა.
გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაჯაიას არხიდან გაათავისუფლეს, რაც აქცია #სირცხვილიას ორგანიზატორმა ტრიბუნიდან გააჟღერა. სწორედ ამ განცხადებას უპასუხა ვასილ მაღლაფერიძემ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები