უიმბლდონის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ სადებიუტო მატჩში ვენუს უილიამსი დაამარცხა
ფოტო: ფოტო: Toby Melville/Reuters
უიმბლდონის ტურნირის დაწყებამდე 15 წლის კორი "კოკო" გაუფი ვენუს უილიამსთან თამაშის შესაძლებლობას, როგორ ოცნებას, ისე აღწერდა.
პირველი ივლისი ამ ამერიკელი თინეიჯერისთვის ზღაპრულად ტრიუმფალური გამოდგა — მან შეძლო 6-4, 6-4 დაემარცხებინა გრან სლემის შვიდგზის ჩემპიონი და ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი გვაჩვენა.
39 წლის უილიამსს გრანდ სლემის 4 ტიტული მარტოს აქვს მოგებული, 2 უიმბლდონზე და ეს მაშინ, როცა გაუფი დაბადებულიც კი არ იყო.
BBC-სთან საუბრისას გაუფი აღნიშნავს:
"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი თავს როგორ უნდა ვგრძნობდე. ეს ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როცა მატჩის ან გამარჯვების შემდეგ ვიტირე. რა თქმა უნდა, დამარცხების გამო მიტირია. უბრალოდ არ შემიძლია ავხსნა ჩემი გრძნობები".
გაუფს, მეტსახელად "კოკო", დიდი მიზანი ჰქონდა დასახული:
"ადრე ვთქვი: მინდა საუკეთესო ვიყო… მატჩი იმ განწყობით რომ დამეწყო, "მოდი ვნახოთ რამდენ თამაშს მოვუგებ", ნამდვილად ვერ გავიმარჯვებდი. ჩემი მიზანი იყო, რომ ბოლომდე მეთამაშა. ჩემი ოცნება იყო, რომ მომეგო. აი ეს მოხდა", — ამბობს თინეიჯერი. ის ერთ გამარჯვებაზე გაჩერებას არ აპირებს და მიზნად ტურნირის მოგებას ისახავს მიზნად.
კოკომ ისტორიული მაგალითი გრანდ სლემის სადებიუტო მატჩამდეც შექმნა — ის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, ვინც ტურნირისთვის ყოფილა კვალიფიციური. მან საბოლოო შერჩევამდე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, რომელთაგანაც ერთ-ერთის წინა დღეს მეცნიერების გამოცდაც წერა.
მატჩის დასრულების შემდეგ უილიამსმა გაუფს ხელი ჩამოართვა და გაუღიმა.
"მან მომილოცა და წარმატებები მისურვა. მატჩის შემდეგ მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ მის გარეშე აქ არ ვიქნებოდი. მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, რომ საოცარი ადამიანია. ყოველთვის მინდოდა მისთვის ეს მეთქვა".
გაუფს ადრეც უთქვამს, რომ დები უილიამსების დიდი ფანია, განსაკუთრებით კი 32 გზის ჩემპიონის, სერენა უილიამსის.
არც ვენუს უილიამსს დაუკლია თავისი მოწინააღმდეგისთვის ქება. გაუფის მომავალზე როცა კითხეს, მან უპასუხა, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. როცა კითხეს, თუ რა რჩევას მისცემდა ჩოგბურთის მომავალ ვარსკვლავს, უილიამსმა უპასუხა:
"გაერთე, დატკბი ცხოვრებით, ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც შეგიძლია".
კოკოს სახით თუ ვიმსჯელებთ მატჩის დასასრულს, ის ნამდვილად აპირებს ამ რჩევის გათვალისწინებას.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები