კომაში მყოფ პაციენტებში ტვინის აქამდე უცნობი აქტივობა გამოვლინდა
საავადმყოფოში თავის ტვინის მძიმე დაზიანებით მოთავსებულ პაციენტთა 15% ბრძანებების საპასუხოდ თვალით უხილავ კოგნიტურ პასუხს იძლევა- ვკითხულობთ სამეცნიერო კვლევაში, რომელიც ჟურნალში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.
იან კლაასენმა და მისმა კოლეგებმა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან 104 "კლინიკურად არაკონტაქტური" პაციენტის ტვინის აქტივობა გამოიკვლიეს. ავადმყოფთა უმეტესობა ინსულტის ან ტრავმის დიაგნოზით იყო მოთავსებული კლინიკაში, ზოგიერთი მათგანი კი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კვლევის მონაწილეებს ერთი რამ აერთიანებდათ: ისინი ვერბალურ ბრძანებებზე ვიზუალურად ხილულ პასუხს ვერ იძლეოდნენ
მკვლევარებმა პაციენტების თავის ტვინის ელექტრული აქტივობა საავადმყოფოში მოხვედრიდან პირველივე დღეებში ელექტროენცეფალოგრამით (ეეგ) გაზომეს. პაციენტებს ყურსასმენებს უკეთებდნენ და სთხოვდნენ ხელი გაემოძრავებინათ, პარალელურად კი ტვინის ელექტრულ აქტივობას იწერდნენ. მიღებული მაჩვენებლები მათ სპეციალური კომპიუტერული ალგორითმის საშუალებით გააანალიზეს. დადგინდა, რომ პაციენტთა 15%-ის ტვინის ელექტრული აქტივობა შეესაბამებოდა იგივე ბრძანებაზე ჯანმრთელი ადამიანის ტვინის ელექტრულ აქტივობას.
"ეს მიუთითებს, რომ ცნობიერება რაღაც დონეზე შენარჩუნებულია, თუმცა ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, გებულობდა თუ არა პაციენტი ჩვენს ბრძანებას. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ტვინს საპასუხო რეაქცია ჰქონდა"- განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა იან კლაასენმა
"ეს ძალზე დიდი აღმოჩენაა! ტვინის ფუნქციების აღდგენის პარალელურად პაციენტთა ნაწილი შესაძლოა სრულად აანალიზებდეს მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და შესაძლოა მათ ესმოდეთ, თუ რაზე საუბრობენ ირგვლივ მყოფები. ეს გიგანტური აღმოჩენაა! აღნიშნულმა შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით არსებული პრაქტიკები შეცვალოს"- განაცხადა ნიკოლას შერიფმა, ნიუ-იორკის Weill Cornell Medical College-ის ნევროლოგიისა და ნეირომეცნიერების დეპარტამენტის პროფესორმა.
ექიმი ნიკოლას შერიფის აღფრთოვანებას ზოგიერთი ექიმი სკეპტიკურად უყურებს. "ამგვარი მიდგომა ჯერ არ არის მზად სტანდარტულ პრაქტიკაში დასამკვიდრებლად. ტრავმის შემდგომ ასე ადრეულ ეტაპზე საბოლოო გამოჯანმრთელების შესახებ პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია"- აღნიშნავს ფლორა ჰემონდი, ინდიანას სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მკვლევარები პაციენტთა გამოჯანმრთელების პროცესს 1 წელი აკვირდებოდნენ. ტრავმიდან 1 წლის თავზე იმ პაციენტთა 44%-ს, რომლებსაც ბრძანებებზე საპასუხო ტვინის ელექტრული აქტივობა აღენიშნებოდათ, უკვე დამოუკიდებლად შეეძლოთ თავის მოვლა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ს წარმოადგენდა პაციენტთა იმ ჯგუფში, რომლებიც ტვინის ელექტრულ აქტივობას არ ამჟღავნებდნენ.
უფრო ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად შემდგომი ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები