რატომ გვესროლეთ — თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას ნასროლი რეზინის ტყვია მიუტანა
შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა კითხვის დასმისას 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ნასროლი რეზინის ტყვია მიუტანა. თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გამოიყენეს აქციის დაშლისას ისეთი საშუალება, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს:
"მე, ბატონო მინისტრო, ვიყავი 20 ივნისის აქციაზე, როგორც ჟურნალისტი. მე ხელში არ მჭერია არანაირი იარაღი. ერთადერთი მეკავა მიკროფონი. არც აგრესიაზე გადავსულვარ სპეცრაზმის წინააღმდეგ. მე ვიდექი და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას... რატომ ხართ თქვენ ჯერ კიდევ თქვენს თანამდებობაზე, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ? თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ამას არ პატიობენ? რატომ გვესროლეთ ეს ტყვიები, რომლის გამოყენებაც ადამიანების წინააღმდეგ არ შეიძლება?"
გიორგი გახარიამ ჟურნალისტს უთხრა, რომ ის თავისი პასუხისმგებლობით ზის დღეს იქ. გახარია აღნიშნავს, რომ არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია, არ გამოუყენებიათ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სპეციალური დანიშნულების სამსახურის თანამშრომლებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიყენონ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.
"არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, ან არ არის მსგავს ღონისძიებებში დაშვებული, არ იქნა გამოყენებული. ყველა იარაღის გამოყენებას აქვს პროტოკოლი, მის დარღვევა იწყებს რეაგირებას", — აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, მისმა თანამშრომლებმა მას შემდეგ დაიწყეს ძალის გამოყენება, რაც მოსახლეობის უსაფრთხოება და სახელმწიფო საფრთხის წინაშე დადგა.
"მე თუ გავხდი სისხლიანი ჯალათი, ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველამ ოდესმე გაიგოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამო, ამ ტვირთს როგორმე ვატარებ", — თქვა გახარიამ.
20 ივნისის აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები