ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე თავის გარდაცვალებაზე გუშინ გავრცელებულ ცნობებს ფეისბუქზე იუმორნარევი პოსტით პასუხობს.

საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა სუფრიდან მეგობრებთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის კამერას შუა თითის კომბინაციით უყურებს.

"როგორც დიდებული მარკ ტვენი იტყოდა, "ჭორები ჩემი სიკვდილის შესახებ მეტისმეტად გადაჭარბებულია", — წერია პოსტის აღწერაში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მომღერლის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ვახტანგ კიკაბიძე 1938 წელს დაიბადა. 19 ივლისს მას 81 წელი უსრულდება.