ბახტაძე-პომპეოს შეხვედრა და მთავარი გზავნილები
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა.
საჯარო განცხადების გაკეთებისას პომპეომ ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს ახლო სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი ამერიკის მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მან ასევე ისაუბრა პოლიტიკოსების მხრიდან დაპირებების შესრულების აუცილებლობაზე და ისეთ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე, როგორიცაა ანაკლიის პორტი და რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:
"საქართველოს პროგრესი თავდაჯერებულობას მმატებს პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მთავრობის სახელით ვისაუბრო, როცა ვამბობ, რომ თქვენ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გექნებათ ნატოში გაწევრიანების გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, რაც ნატოს ზღვარია და რის მიღწევისკენაც ჩვენ ნატოს ყველა მოკავშირეს ვუბიძგებთ".
ამერიკის პირველმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ".
პომპეომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, "ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ უდიდესი გამძლეობა აჩვენა, 2008 წელს, მისი ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე. დღეს საქართველო საერთაშორისო ტურისტული ადგილია, ქვეყანა ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს".
პომპეოს თქმით, "საქართველომ იბრძოლა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციისა და მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ფონზე".
"რუსეთის მტრული დამოკიდებულება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისთვის მზადყოფნის პროგრამის მიმართ", — დასძინა პომპეომ და განმარტა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოსადმი სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას "თვითკმარი ძალის გასაწვრთნელად და აღსაჭურვად, რომელიც შეძლებს საქართველოს ტერიტორიის დაცვას".
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა პომპეოს ამერიკის მხრიდან გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ამის შემდეგ ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებაზე.
"2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რის შემდეგაც მოახდინა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, საქართველოს თავიდან ასაშენებლად, მისი ინსტიტუციების გასაძლიერებლად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსავითარებლად და სამხედრო კოოპერაციისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად ჩვენს 2 ქვეყანას შორის", — თქვა ბახტაძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკის უსაფრთხოების კოორდინაცია ტრამპის ადმინისტრაციის დროს უფრო გაიზარდა და სწორედ ახლაა ყველაზე ძლიერი. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ მიღწევებს, რაც საქართველოსთვის ამერიკის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი — უსაფრთხოების კოორდინაციის დონე საქართველოსა და ამერიკას შორის არასდროს ყოფილა უფრო მყარი, ვიდრე ახლაა; საქართველო ამერიკის ერთგული პარტნიორია გლობალურ ასპარეზზე; ჩვენი მეგობრობა დრომ გამოსცადა და ჩვენი კავშირი ომშია გამოწრთობილი. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ამერიკასა და ნატოს მოკავშირეებთან ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", — განაცხადა პრემიერმა.
ავღანეთის მისიაზე და ქართველების ჩართულობაზე ყურადღება მაიკ პომპეომაც გაამახვილა და თქვა, რომ საქართველოს წვლილი ამ მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია: "საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, ლიდერობა ერთ-ერთ მიზეზია იმისა, თუ რატომ ვთანამშრომლობთ ასეთი ენთუზიაზმით. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, თავი გავართვათ გლობალურ გამოწვევებს. საქართველო, სწორედ, ამას აკეთებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით ავღანეთში. ამ დრომდე, 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა ყველაფერი გაიღო ამერიკელებთან ერთად ბრძოლის დროს და 870 ქართველი ჯარისკაცი ნატოს მისიის მხარდასაჭერად ახლაც იქ მსახურობს. ავღანეთს მიღმა, საქართველო მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ძალების ინტეგრაცია მოხდეს ნატოსთან. ეს პროგრესი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასაც ხელს შეუწყობს მაშინ, როცა ალიანსი აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში".
დღესვე, ოფიციალურად დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონსაც შეხვდება. ხვალ კი სიტყვით გამოვა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 ყოველწლიურ კონფერენციაზე.
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
კომენტარები